განხილვა:კახა კალაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთი კითხვა გამიჩნდა: თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს ინფოდაფის საკითხი — უნდა დარჩეს ფეხბურთელის ინფოდაფა, უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსის ინფოდაფით, თუ უბრალოდ პიროვნების ინფოდაფა უნდა გაკეთდეს? Nodar Kherkheulidze განხილვა 08:36, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც გამიჩნდა ეგ კითხვა და ვერ მივხვდი რომელი უნდა ჩაისვას--დათო1010 08:47, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ერთი მეორეს ხელს უშლის? მე მგონი, არა --M. განხილვაწვლილი 08:49, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიცვალოს ფეხბურთელის ინფოდაფა, მაგრამ რომლით უნდა შეიცვალოს, ეგ არ ვიცი. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:51, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუ საბოლოოდ გადავა პოლიტიკაში, პოლიტიკოსის ინფოდაფა ჩაისვას. რეიგანი მსახიობი იყო პრეზიდენტობამდე. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 08:52, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამჟამად პოლიტიკოსია, თან უწყების ხელმძღვანელი და უნდა ჩაისვას ინფოდაფა ლიდერი, როგორც სხვა მინისტრებთანაა. --მიხეილ მიწერა 09:02, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია რომ ორივე უნდა დარჩეს. თუ დააკვირდებით, ინფორმაციის დუბლირება არ ხდება, ორივეში სხვადასხვა რამ წერია. სტატიის მოცულობა იძლევა ამის შესაძლებლობას. მინისტრი შეიძლება იყოს ორი თვე, მინისტრების ხშირი ცვლის დიდი გამოცდილება გვაქვს და ნუ ავჩქარდებით. იყოს ორივე. --M. განხილვაწვლილი 09:03, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
რეიგანთან შედარება არასწორი მგონია. რეიგანის ბიოგრაფიაში პრეზიდენტობა იყო უფრო „მნიშვნელოვანი“, კალაძის შემთხვევაში კი აშკარად პირიქითაა. ერთი კვირაც არაა, რაც მინისტრია, მაშინ როცა ფეხბურთელის კარიერა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი ჰქონდა --M. განხილვაწვლილი 09:06, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
რატომ, რეიგანსაც შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, 30-ზე მეტი წელი კაცმა კინოში ითამაშა ძალიან ბევრ როლში, უბრალოდ ამერიკისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა იქონია, როგორც პრეზიდენტმა. ამაშია საქმე. ჰო და თუ მისი პოლიტიკური კარიერა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, წლების შემდეგ ჩაიწერება პოლიტიკოსის ინფოდაფა. ვინაიდან მაინც ამჟამად პოლიტიკაში წავიდა, იქნებ პიროვნების დაფა ჩავსვათ. და საერთოდ, კენჭისყრაც კარგი იქნებოდა. --H.McC. (მომწერეთ) 09:45, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები მიშას. ამჟამად რა თანამდებობაზეცაა შესაბამისად იმის ინფოდაფაც უნდა ჩაესვას. --ჯაბა ლაბაძე 10:29, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰმ კეთილი ალბათ ასე სწორია. და საერთოდ - რეიგანი კაი და შვარცენეგერი ხომ კარგი მაგალითია? --H.McC. (მომწერეთ) 10:32, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მომხრე ვარ ორივე ინფოდაფა იყოს, თავში ფეხბურთელის, შესაბამის სექციაში – ლიდერის. – BruTe () 13:58, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
იქნებ შევცვალოთ ინფოდაფა და ლიდერის ჩავსვათ. დღეს ფბ გვერდზეც მოგვწერა ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურმა, შეცვლას ითხოვენ. გადავწყვიტოთ. — მიხეილ მიწერა 16:39, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომხრე ვარ. --ჯაბა ლაბაძე 17:48, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ლიდერის ინფოდაფა სტატიაში არის, უბრალოდ, ის არის ქვემოთ. და ასეც უნდა იყოს. სტატიის 90% არის კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე. როგორც პოლიტიკოსზე არის სულ 4 ხაზი და ეს ლოგიკურია. სამინისტროს პიარი რასაც ითხივს, მათი პოზიციიდან გასაგებია, მაგრამ ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელი არ არის. ზოგადად, ჩემი აზრით ინფოდაფა უნდა ასახავდეს არა პირის იმ მომენტში არსებულ სტატუსს/პროფესიას, არამედ (1) იმ საქმიანობას, რის გამოც მისი პიროვნება გახდა ენციკლოპედიისთვის მნიშვნელოვანი და (2) რის შესახებაც არის სტატიაში მოცემული ინფორმაცია --M. განხილვაწვლილი 08:18, 26 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე წინააღმდეგი ვარ, რომ ლიდერის ინფოდაფა იჯდეს თავში რადგან ის მუდმივად მინისტრი ვერ იქნება და შეიძლება პოლიტიკიდანაც წავიდეს, ხოლო ფეხბურთელად ის სამუდამოდ დარჩება--დათო1010 08:25, 26 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]