განხილვა:ვახტანგ I გორგასალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ძალზე მწირია, არ წერია მისი ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობა, რომ მას იალბუზის გმირი შეარქვეს, არ წერია იქ ორი გოლიათი, ერთი ხაზარი, მეორე ოსი, რომ ერთი-ერთზე ბროძოლაში დაამარცხა, არ წერია მისი ინდოეთში ლაშქრობის დროს როგორ გამოიჩინა თავი.

ასეთი მწირი ინფორმაცია რაც თქვენ მოგვაწოდეთ არის შეურაწყოფა უდესი წმინდა ხელმწიფის ვახტანგ გორგასლის.

"გორგასალი" ნიშნავს ერიდეთ მგლისთავას და იგი იყო ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი და არა სასანიანები. თქვენი ცნობისთვის ფარნავაზიანთა დინასტია დაიწყო ფარნავაზ I-ით და დამთვრდა დაახლოებით VI საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის შვილიშვილის დროს, როდესაც იგი ბიზანტაში გადაიხვეწა.--Giorgy განხილვაწვლილი 18:52, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მართალია 178.134.250.244 13:23, 7 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

Giorgy მართალია ერთ რამეში, რომ სტატია არის სქემატური და, მართლაც, ამ მეფეზე შეიძლება დაიწეროს კარგი, სრულყოფილი სტატია – წყაროები ამის საშუალებას იძლევიან. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის დინასტიურ კუთვნილებას: ვახტანგ გორგასლის შესახებ ძირითადი წყარო არის "ქართლის ცხოვრება", მისი შემადგენელი წიგნი – "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა", რომელიც, ტრადიციისამებრ, ჯუანშერს მიეწერება. მასში ვახტანგი იწოდება ხუასროიანთა დინასტიის წარმომადგენლად (ამ თხზულების თანახმად მისი სრული სახელი იყო – ვარანგ–ხუასრო–თანგ; ქართლის ცხოვრება, ტ. 1, გვ. 143, 158). ხუასროიანთა (ვარიანტები ხვასროიანთა, ხოსროიანთა) დინასტია ეწოდებოდა სწორედ სასანიდებს. ქართლის ცხოვრების ცნობით, პირველი ხოსროიანი ქართლის მეფე იყო მირიანი, პირველი ქრისტიანი მეფე, რომლის პირდაპირი შთამომავალიცაა ვახტანგ გორგასალი. მეცნიერებაში არის კამათი, იმის შესახებ, მართლაც სასანიანთა განაყოფი იყო ხოსროიანთა ქართული დინასტია თუ არა, მაგრამ, სტატიაში, ობიექტურობის გულისთვის, უნდა აღინიშნოს ამ ტრადიციის არსებობის შესახებ. ასევე, კარგი იქნებოდა, თუ მოკლედ მაინც (წყაროების მითითებით) აღინიშნებოდა ამა თუ იმ მეცნიერის მოსაზრება ვახტანგის (და შესაბამისად მირიანის) დინასტიური კუთვნილების შესახებ. სტატია უნდა იყოს დაფუძნებული მკაცრად მეცნიერულ კვლევებზე (ფოლკლორი შესაძლოა შევიტანოთ ქვეთავში). ასეთ შემთხვევაში, მკითხველს საშუალებას მივცემთ, რომ სტატიიდან მიიღოს მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია და გამოიტანოს საკუთარი დასკვნაც. --Zolokin განხილვაწვლილი 22:40, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

Zolokin მართალია ქართლის ცხოვრებაში წერია ხოსროიანებზე, მაგრამ მე არსად არ შევხვედრივარ ისეთ ინფორმაციას სადან ეწერებოდა, რომ ფარნავაზის შთამომავლები რომელიმე სხვა დინასტიას ჩამოეგდო და თავისი შთამომავლები გაემეფებინა "ჰერკანიის" (იბერიის) სამეფოში. --Giorgy განხილვაწვლილი 08:21, 16 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანოთ: ვახტანგ I გორგასალიTaro განხილვაწვლილი 13:03, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანოთ შემდეგ მისამართზე ვახტანგ I (გორგასალი) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:25, 21 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე კი ვფიქრობ, რომ ამ სტატიის სათაური უნდა იყოს ვახტანგ გორგასალი. --მიხეილ მიწერა 10:12, 13 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვახტანგ I გორგასალი ან ვახტანგ გორგასალი, მემგონი უფრო პირველი--GagaVaa განხილვაწვლილი 18:20, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია უკეთესი. --ჯაბა ლაბაძე 18:25, 26 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც ვახტანგ I გორგასალი მგონია, უნდა იყოს (მსგავსად სხვა მეფეებისა).— G.G. 06:08, 27 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

თბილისის დაარსება[წყაროს რედაქტირება]

თბილისის დაარსების შესახებ არ უნდა ეწეროს ორი სიტყვით მაინც რამე? ლეგენდა მაინც :) --Dv0rsky განხილვაწვლილი 09:54, 13 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეგიძლიათ დაამატოთ :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:30, 13 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რატომ მოხდა ამ სტატიის ამ სათაურზე გადატანა? განხილვა სხვას გვეუბნება. --JABA 1977 20:52, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვახტანგ I გორგასალი-ზე გადავიტანოთ. - ოთოჯი განხილვა 21:04, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მომხრე ვარ.— G.G. 06:56, 13 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადაიტანეთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრატორს აქვს უფლება გადატანისა. --JABA 1977 16:32, 13 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 18:33, 13 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ძალიან აღმატებულად და საქებრად წერია. უფრო ობიექტურად უნდა გადააკეთოთ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 80.241.251.138 (განხილვაწვლილი) .

გმადლობთ შენიშვნისათვის თუმცა თქვენც შეგიძლიათ იმავეს გაკეთება წყაროების მითითებით. – BruTe () 21:09, 2 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

საქმე იმაშია, რომ მოცემელ მომენტში წყაროები არ გამაჩნია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ სინამდვილეში არავის არ უნდა სცოდნოდა, გულის სიღმეში რას გრძნობდა მეფე, თუ არავის უმხელდა. მაგალითად, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ „თვალი ნაცნობ სახეს მოჰკრა, ფერდში ტკივილი იგრძნო, ისრის მსროლელი ვეღარ დაინახა“, თუ უჯარმამდე არავის უმხელდა, რომ დაჭრილი იყო. დავიჯერო, ისტორიკოსს სიკვდილის წინ მომხდარი ასე დეტალურად აღუწერა? აქედან გამომდინარე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ არ შეგვიძლია ასე დეტალიზებურ მონაცემებს ვენდოთ80.241.251.138 08:58, 8 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

„სიკვდილის შემდგომ“[წყაროს რედაქტირება]

ეს სექცია ძალიან მიკერძოებულადაა დაწერილი. ზოგადად, ამ სტატიას დიდი დამუშავება სჭირდება. გიო ოქრო 21:06, 25 მაისი 2022 (UTC)[უპასუხე]

დედოფალი ელენე[წყაროს რედაქტირება]

ლეონს სამი შვილი ჰყავდა. ვაჟი დაბადებიდან მალევე 463 წელს გარდაიცვალა. ხოლო ქალიშვილთა სახელებია არაიდნა და ლეონტია. არიადნა მომავალ იმპერატორს ზენონს მიათხოვეს, ხოლო ლეონტია დასავლეთ რომის იმპერატორის, ანთიმოზის შვილს მარკიანუსს. როგორც ვიცი ჯუანშერის გარდა არავინ წერდა, რომ ელენე დედოფალი ბიზანტიის იმპერატორის შვილი იყო. ინგლისურ ვიკიპედიაშიც მას მხოლოდ „რომაელ ქალბატონს“ უწოდებენ და არსად არ არის ნახენები, რომ ის სამეფო ოჯახიდან იყო. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 08:01, 25 ივნისი 2022 (UTC)[უპასუხე]

თხრობის სტილი[წყაროს რედაქტირება]

გადავავლე სტატიას თვალი და უფრო პატრიოტულ განცდებზეა დაწერილი. ჩემი შეხედულებით არაა ენციკლოპედიური სტატია. ასევე სტატიაში ნახსენები ეპიკოპოსი მობიდანი (მობიდანი - ცეცხლთაყვანისმცემლობაში მღვდელთმთავარის ტიტულია) მართლმადიდებელ მღვდელთმთავრადაა წარმოდგენილი. სტატია თითქოს საბავშო ლიტერატურიდანაა გადმოწერილი ისეთი თხრობის სტილი დაყვება.-Surprizi (განხილვა/წვლილი) 10:11, 5 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

გადასაწერია მთლიანად. გიო ოქრო 20:09, 9 სექტემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]