განხილვა:დასავლეთ რომის იმპერია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომელია სწორი, დასავლეთ თუ დასავლეთ რომის იმპერია? Deu. 17:45, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუკი დასავლეთ რომს ცალკე განვიხილავთ, მაშინ იქნება დასავლეთ რომის, ბრუნვიდან გამომდინარე. მაგრამ ვინაიდან აქ დასავლეთი განსაზღვრავს არა უბრალოდ რომს, არამედ რომის იმპერიას, რომელიც ცალკე აღებული ამ ფორმითაც სახელობითში დგას, ვფიქრობ, სწორი ფორმა უნდა იყოს დასავლეთი რომის იმპერია. თუმცა არ ვარ დარწმუნებული.--შოთა [UT] 17:54, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აბა აქ ნახეთ მეორე მუხლი და მისი შენიშვნა. --JABA 1977 18:01, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგის მიხედვით ამჟამინდელი სახელია სწორი სახელი--GagaVaa 18:05, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გამოდის, რომ რომს განსაზღვრავს. დასავლეთ რომის იმპერია უნდა დარჩეს.--შოთა [UT] 18:06, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ნათესაობითში დასავლეთ რომის არის. იყო ამაზე ადრე სადღაც განხილვა. დასავლეთი ავსტრალიის რეგიონები - მსგავსი სათაურებიც არასწორი გამოდის.--Tornike 18:10, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, შოთამ სწორად თქვა. „დასავლეთ რომი“ არ არსებობს, არსებობს რომის იმპერიის დასავლეთი. ე. ი. აქ საზღვრული არის არა „რომი“, არამედ მთლიანად „რომის იმპერია“ და ეს უკანასკნელი დგას სახელობით ბრუნვაში. ე. ი. უნდა იყოს დასავლეთი რომის იმპერია. Deu. 04:30, 30 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ქალაქი რომი კი არ გაიყო ორად, არამედ იმპერია და ეს მსაზღვრელი „დასავლეთიც“ იმპერიას მიემართება. Deu. 04:31, 30 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]