შინაარსზე გადასვლა

განხილვა:არალის ზღვა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არალის ზღვა თუ არალის ყოფილი ზღვა?[წყაროს რედაქტირება]

ამ სტატიის 90 % არ შეესაბამება სინამდვილეს. იგი არის ზერელე და ასე მგონის საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოგრაფიის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ჯერ ერთი, დღეს-დღეობით არალის ზღვა, როგორც ასეთი აღარ არსებობს. ამიტომ უპრიანი იქნებოდა დაგვეწერა "ყოფილი ტბა-ზღვა". მეორე. საიდან მოიგონა ავტორმა, რომ არალის ზღვა სიდიდით მეორეა კასპიის მერე? ჯერ კიდევ დაშრობამდე იგი ოდენ მე-4 იყო. დღეს კი ამ ტბის ნაშთები, სამხრეთი არალის ტბა 31-ეა. ჩრდილოეთ არალის ტბა კი მე-40.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.50.125 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მე მგონი ანონიმის ს მესიჯი საგულისხმოა. გარდა ამისა ინფოდაფაში არასწორადაა მითიტებული გამომდინარე მდინარე უნდა იყოს ჩამდინარე მდინარე. --ჯაბა ლაბა 14:56, 17 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
განახლდა მოძველებული მონაცემები. თუკი კიდევაა რამე პრობლემა, მიგვითითეთ. გმადლობთ. Deu განხილვა 15:41, 17 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საჭირო ხომ არაა სახელის შეცვლაც? არალის ზღვა დღეს რამდენად გამართლებულია? ხომ არ უნდა იყოს არალის ტბა? Deu განხილვა 15:45, 17 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბმულებს რომ გადავხედოთ გერმანულში ტბაა, ხოლო ინგლ. და რუს. ზღვა, თურქულად - არალ- კუნძული. ასე რომ ქართულშიც ზღვა უნდა იყოს. სანამ წყარო არ მიეთითება, რომ ტბაზე შეიცვალა. --ცანგალა () 22:24, 17 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, See გერმანულად ტბაც არის და ზღვაც :). Deu განხილვა 05:41, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
აა, der ყოფილა, მაშინ გერმანულად ტბა ყოფილა. (ზღვა die See იქნებოდა). Deu განხილვა 05:42, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]