განხილვა:არაბულ-ბიზანტიური ომები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსებობს ორი სტატია არაბულ-ბიზანტიური ომები და ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180). სახელები მე მგონი სტანდარტს მოსარგებია. ან ორივე არაბულით დავიწყოთ ან ბიზანტიურით. --ჯაბა 1977 20:04, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180) ეს არის ბიზანტიელთა კონტრშეტევაზე გადასვლა, ასე ვთქვათ. ისე ქსე-ში ჰქვია არაბეთ-ბიზანტიის ომები. როცა ვწერდი არ მქონდა ქსე. გიო ოქრო 20:08, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
წესით ანბანის მიხედვით უნდა იყოს, ჯერ და მერე . --Mehman 97 20:09, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჰო მეც ეგრე მახსოვს მეჰმან. გიო ანუ სათაურიც შესაცვლელია? --ჯაბა 1977 20:11, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ(დი), რომ გადავიტანოთ არაბეთ-ბიზანტიის ომები-ზე. მაგრამ ბიზანტია-არაბეთის ომები უნდა იყოს ჩემი აზრით მეორე შემთხვევაში, რადგან ომი ბიზნტიელთა მხრიდან განახლდა. მაგ. სომხეთ-საქართველოს ომი იმიტომ ვწერთ, რომ დაიწყო სომხეთმა. გიო ოქრო 20:13, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

დაიცა და სად წერია ეს წესი, რომ ომი ვინც დაიწყო იმის მიხედით ვწერთ სტატიებსო? --ჯაბა 1977 20:14, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეგ ვარაუდის სახით გამოვთქვი, წესი არ მინახავს. მაშინ სომხეთ-საქართველოს ომიც გადასატანია. გიო ოქრო 20:16, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
წესით სომხეთ-საქართველოს ომიც უნდა იყოს ანბანის მიხედვით, საინტერესოა მისი სახელწოდება რა წესით დაიწერა. შეტევაზე ვინც გადავიდა იმით დაწყება არ არის მართებული. ახალ ქართულ ენას ხომ არ ვაწესებთ. --Mehman 97 20:17, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

გიო იქნებ სომხეთ-საქართველო ასეა დამკვიდრებული? ან წყაროებით ასეა? --ჯაბა 1977 20:20, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ნამდვილად. გიო ოქრო 20:20, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
en:Byzantine–Arab wars (780–1180) — თურქული ვიკიპედიიდან დამკვიდრება არ არის საჭირო (ეს ქართული ვიკიპედიაა) და en:Arab–Byzantine wars არაბულ-ბიზანტიური ომები — გადასატანია არაბეთ-ბიზანტიის ომებზე.--ცანგალა 20:26, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჰო ასეა: ამ წამს ვნახე სურგულაძეების „საქართველოს ისტორია“ (1991 წლის) სომხეთ-საქართველო წერია. როგორც ჩანს ქართულ ისტორიოგრაფიაში ასეა დამკვიდრებული. --ჯაბა 1977 20:28, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცანგალას ძალიან უყვარს თურქული და ამიტომ იტალიური ვიკიპედია გამოტოვა :))) ან იტალიელებს თურქები უყვართ. დავიბენი... --Mehman 97 20:29, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა არც ინგლისურიდანაა საჭირო დამკვიდრება. არსებობს წყარო (რომელიც გიო ოქრო-მ მიგვითითა ზემოთ) და მის მიხედვით უნდა გადავიტანოთ ორივე. --ჯაბა 1977 20:30, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი:გიო ოქრო-მ თავისი აზრი გამოთქვა. თურქული სალიტერატურო ენის ნორმებით დამკვიდრებას, რომელიც დაბლოკილია თურქეთში ინგლ. ვიკიპედიას უფრო ვაძლევ უპირატესობას. შვიდი ენათშორისო ბმულიდან მხოლოდ ორი წერს არაბულ-ბიზანტიური, ხოლო დანარჩენი ჩვენი მეზობელი ქვეყანაც სომხეთიც ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180)--ცანგალა 20:56, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია წყარო როდის გახდა? თან გიორგიმ თავისი აზრი კი არ გამოთქვა დაადასტურა ქსე-ში როგორც წერია. გარდა ამისა თურქული აქ რა მოსატანი იყო ვერ მივხვდი. მე თურქულის გამო კი არა ორი სტატიის სახელის სტანდარტიზაციას ვითხოვ. კარგად გადაიკითხე ზემოთ ჩემი მესიჯები. --ჯაბა 1977 21:00, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ადამიანი, რომელიც მიმტკიცებს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ქართული ენის ნორმის მიხედვით ახლა ამბობს ანბანის წყობა უკან გადავდოთ, აკადემიური წყაროც გადავაგდოთ და სხვა ვიკიპედიებს მივბაძოთ. აი ასე! თურქული ისევ განხილვის აცდენის მიზნით შემოგვაგდო, ეს ხომ ცანგალას კლასიკური ხაზია. --Mehman 97 21:02, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით (და ქსე-ზე დაყრდნობით) უნდა იყოს არაბეთ-ბიზანტიის ომები და არაბეთ-ბიზანტიის ომები (780-1180). --ჯაბა 1977 21:03, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

1. ვიკიპედია წყარო არ არის — აქ არც ვკამათობ, მაგრამ შინაარსობრივად ყველაფერი უცხოური ენებიდან შემოდის ქართულ ვიკიში. მართალია წყარო არის ინგლ. მითითებული, მაგრამ... 2. ანბანი აქ არაფერ შუაშია (მაგ. არსებობს საქართველო-ბიზანტიის ომი XI საუკუნეში). 3. არაბეთ-ბიზანტიის ომები (VII–X) — ასეთი სათაურით არსებობს ქსე-ში სტატია, მაგრამ ზოგადია და კონკრეტულად ბიზანტიურ-არაბული ომები (780-1180) შესახებ არაფერი წერია. და 4. თუ თვლით, რომ ქსე წყაროა და შესაცვლელია, სხვა არაფერი დამრჩენია თანხმობის გარდა. --ცანგალა 21:48, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

1. კარგია რომ არ ვკამათობთ. 2. სწორედ მასეა დამკვიდრებული ეგ და მაგის წყაროც არსებობს (თან დააკვირდით პირველი ომი საქართველომ დაიწყო, მეორე კი ბიზანტიამ, მაგრამ ქართული წყარო ორივეჯერ საქართველოს იხსენიებს პირველ ადგილზე). 3. ზოგადი, რომ მაგ სახელითაა მოხსენიებული კონკრეტულიც მასეა ზუსტად. 4. ამ შემთხვევაში გინდა არ გინდა ქსე ყველაზე უახლოესი წყაროა. მადლობა. --ჯაბა 1977 03:40, 6 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]