განხილვა:აბასთუმანი (დაბა)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსშესანიშნაობებში ოძრხე–ს ჩაწერა რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც ძველი ქალაქი ოძრხე არ არის აღმოჩენილი და ისტორიკოსების აზრი, რომ იგი მდებარეობდა აბასთუმანში, მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც არქეოლოგია, ჯერ–ჯერობით, ვერ ადასტურებს. ღირსშესანიშნაობა არის ის, რისი ნახვაც შეგიძლია, მაგრამ ოძრხის ნახვა დღეს შეუძლებელია. რა ვქნათ?--Zolokin განხილვაწვლილი 20:06, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ოძრხე წერია, რომ შემორჩენილია ციხე 2 კოშკითურთ. ამ სტატიას რაც შეეხება, შეიძლება გაკეთდეს ცალკე სექცია, სადაც იქნება დადასტურებული ფაქტებიც და ისტორიკოსების ვარაუდებიც. --გ.მ. განხილვაწვლილი 19:24, 28 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ოძრხე, ოძრახე, ისტორიული ციხე-ქალაქი – ციხე ქალაქი იქ არ ჩანს. ციხე დგას აბასთუმანში, რომელსაც აიგივებენ ოძრხესთან. მაშინ უნდა დაიწეროს, რომ ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა არის ციხე სოფელ (და არა დაბა) აბასთუმანში. --Zolokin განხილვაწვლილი 19:35, 28 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]