ბიოტოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახევარმშრალი გაზონი მცენარეულობასთან ერთად

ბიოტოპი (ბერძნ. βίος – სიცოცხლე და τόπος – ადგილი) — ბიოსფეროს ნაწილი, რომელსაც გააჩნია ერთგვაროვანი აბიოტური პირობები და უკავია ამა თუ იმ ბიოცენოზს. წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებულ ხმელეთისა და წყალსატევის ნაწილს. ხმელეთზე იგი ბიოგეოცენოზითაა დაკავებული. ბიოტოპი ბიოცენოზთან ერთად ქმნის ბიოგეოცენოზს, რომელიც გეოგრაფიულ სივრცეში ადგილმდებარეობით ხასიათდება და რომელიც ემთხვევა გარემოს აბიოტურ ფაქტორებს.

  • გეოლოგიური პირობების ერთობლიობის შედეგად იქმნება ლიტოტოპი,
  • ნიადაგური პირობების ერთობლიობით — პედოტოპი,
  • კლიმატური ერთობლიობით — კლიმატოპი და ა.შ.

მაგალითად, ტროპიკული ტყე, უდაბნოს ქვიშები, მტკნარი წყლის წყალსატევი და ა.შ. მსგავსი ბიოტოპები ერთიანდება ბიოქორში, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ბიოციკლს. მონოკლიმაქსური კონცეფციის თანამხად, ყოველი ბიოტოპის ფარგლებში, დროთა განმავლობაში ფორმირდება დროში სტაბილური კლიმაქსური გაერთიანება (ბიოცენოზი). ამ პროცესს სუქცესია ეწოდება, რომელიც რამდენიმე სტადიას გადის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]