ბეტა ვუკანოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეტა ვუკანოვიჩი
დაიბადა 18 აპრილი, 1872(1872-04-18)[1]
დაბადების ადგილი ბამბერგი
გარდაიცვალა 31 ოქტომბერი, 1972(1972-10-31) (100 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი

ბეტა ვუკანოვიჩი (სერბ. Бета Вукановић, დ. 18 აპრილი, 1872, ბამბერგი — გ. 31 ოქტომბერი, 1972, ბელგრადი) — სერბი მხატვარი, იმპრესიონიზმის წარმომადგენელი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1872 წლის 18 აპრილს ბამბერგში, გერმანიაში — ცნობილია როგორც ბაბეტ ბახმაიერი (გერმ. Babette Bachmayer). 1890 წელს, დაწყებითი სკოლისა და გოგონების საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი შევიდა მიუნხენში, კარლ მარისა და ანტონ აბჟეს კერძო ფერწერის სკოლაში. სტუდიაში ბეტამ რისტო ვუკანოვიჩი გაიცნო და ისინი 1898 წელს დაქორწინდნენ. მეგობრების მონაყოლის შემდეგ, რომ ბელგრადში ხელოვნებისადმი ინტერესი დაბალი იყო, ისინი თაფლობის თვის გატარების მაგივრად, ამ პატარა ქალაქში გაემგზავრნენ.

ისინი ბელგრადში 1898 წლის ზაფხულში ჩავიდნენ. მათი ჩამოსვლის შემდეგ, დედაქალაქი აღმოსავლეთის ქალაქიდან ევროპულ ქალაქად გადაიქცა. ხელოვნების აღორძინების მიზნით წყვილმა აქტიურად დაწყო მოქმედება. იმავე წელს დააარსეს პლასტიკური ხელოვნებისა და მუსიკის სერბ მხატვართა ასოციაცია, რომელმაც იარსება ხუთი წლის განმავლობაში.

1898 წელს,ბელგრადის ეროვნული ასამბლეის დარბაზში, ბეტამ მეუღლესთან და მოქანდაკე სიმეონ როქსანდიჩთან ერთად, პირველად გამოფინა ნამუშევრები. მათ ნახატები თურქულ ქვაფენილზე ურმით მიიტანეს, თავად დაამაგრეს კედლებზე ლურსმნები და თავადვე ჩამოკიდეს ნახატები.[3] გამოფენაზე მეფე მილან ობრენოვიჩი მოვიდა, რომელიც ხელოვნების დიდი მოყვარული და კოლექციონერი იყო. მან ისინი სასახლეში მიიწვია გამოფენის მოსაწყობად,[4] რომელიც 1900 წელს მოეწყო. გამოფენაზე მეფე მილანმა რისტა ვუკანოვიჩის ნახატი „დაჰია“ იყიდა. ეს თანხა საკმარისი იყო დუნაის ფერდობზე მიწის შესაძენად, გოსპოდარ იოვანოვისა და კაპეტან მიშინეს ქუჩების კუთხეში, სადაც მოგვიანებით მათ სახლი ააშენეს.[5]

1899 წელს წყვილმა განათლების სამინისტროსგან, პირველი სერბული ფერწერისა და ხატვის სკოლის მემკვიდრეობით მიღების ნებართვა მოიპოვა, მისი დამფუძნებლის კირილ კუტლიკისგან, მისი გარდაცვალების შემდეგ. მან პედაგოგიური კარიერა 1900 წელს დაიწყო. ორი მისამართის გამოცვლის შემდეგ, ვუკანოვიჩებმა სკოლა საკუთარ სახლში კაპეტან-მიშინას ქუჩაზე გადაიტანეს.[6] სახლი შეცვლილი ფასადით დღემდე არსებობს და 1984 წლიდან ბელგრადის კულტურული ძეგლია. სახლი დააპროექტა მილან კაპეტანოვიჩმა, იგი იყო იუგოსლავიის პავილიონის დიზაინერი, პარიზში მსოფლიო გამოფენაზე. სახლში მოეწყო ოთხი დიდი სახელოსნო. ყველაზე ლამაზი სახლის ფასადი იყო, სადაც ბეტამ მთავარი შესასვლელის ზემოთ დახატა "სამი მუზა" — მუსიკა, მხატვრობა და ცეკვა, სიმბოლურად წარმოდგენილი სამი ლამაზი ქალის სახით, რომელთა ირგვლივ ლურჯი ირისის ყვავილები და ფერადი ბუმბულებიანი ფარშევანგები იყო გამოსახული. მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვის შედეგად ფასადი, ამ ნამუშევართან ერთად, განადგურდა. ფასადის ერთადერთი მოგონებაა Getse Kona-ის მიერ გამოქვეყნებული საფოსტო ბარათია. თუმცა, ბელგრადის კულტურის ძეგლთა დაცვის ინსტიტუტის კატალოგი მიუთითებს, რომ ფრესკული მხატვრობის ტექნიკით შესრულებული ეს დეკორაცია დაიკარგა 1930-იან წლებში შენობის რეკონსტრუქციის დროს.[7]

სამხატვრო სკოლა ფუნქციონირებდა 1902 წლიდან 1905 წლამდე.[8] რისტო ხელმძღვანელობდა მამაკაცის განყოფილებას, ბეტა კი — სკოლის ქალთა განყოფილებას. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მხატვარი მარკო მურატი და მოქანდაკე ჯორჯე იოვანოვიჩი.[3] სკოლის მიზანი იყო მომავალი სტუდენტების მომზადება უცხოური ფერწერის აკადემიებისთვის, ასევე უმაღლესი სკოლებისა და ქალთა კოლეჯების ხელოვნების მასწავლებლების მომზადება.[9] სკოლა ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლად 1905 წელს დაარსდა, როდესაც ის გადავიდა კრალია პეტრას ქუჩაზე, შემდეგ კი ხელოვნების სამეფო სკოლაში.[10],აქ ბეტა ვუკანოვიჩი ასევე ასწავლიდა ხატვასა და აკვარელს.[11] სკოლასი იმპრესიონისტების თაობები არიზარდნენ.[3]

ერთ-ერთი პირველი ნახატი, რომელიც ბეტამ შექმნა სერბეთში, იყო „შობა“ — სერბი ხალხისთვის დამახასიათებელი თემატიკით. ამ ნახატში მან მოახერხა მიუნხენის განათლებისა და სერბეთისადმი სიყვარულის შერწყმა. 1900 წელს, მსოფლიო ხელოვნების გამოფენაზე პარიზში, სადაც ბეტა მეუღლესთან ერთად საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც გვარად ვუკანოვიჩი,[3] მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დაჯილდოვდა.

1904 წელს ,მათ მონაწილეობა მიიღეს სერბ მხატვართა ასოციაციის „ლადა“ დაარსებაში, პირველი სერბეთის აჯანყების ასი წლისთავთან დაკავშირებით. 1958 წელს ბეტა „ლადას“ საპატიო პრეზიდენტად უვადო პრეზიდენტად იქნა არჩეული.[12]

ბეტა მოხალისე მედდად მუშაობდა ბალკანეთის ომების დროს. უცხო ენების ცოდნის წყალობით იგი ეხმარებოდა უცხოელ ექიმებს. დაჯილდოვებულია „დაჭრილთა და ავადმყოფთა დახმარებისთვის“ ორდენით (1912) და მედლით — „სერბეთის წითელი ჯვრის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის“ (1913).[12][13]

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რისტო მძიმედ დაავადდა. ამის მიუხედავად საავადმყოფოში დაჭრილებსაც უვლიდა. სერბეთის არმიასთან ერთად წყვილი სამხრეთით სალონიკში გაემგზავრა, შემდეგ კი დაჭრილთა ჯგუფთან ერთად — მარსელში (საფრანგეთი). იმ პერიოდიდან შემორჩენილია მისი ორი აკვარელი: "ფრანგი ჯარისკაცები აფრიკის ქვედანაყოფებიდან 1915 წელს" და "მარსელის პეიზაჟი" (1916). ორივე ნახატი ამჟამად ინახება ბელგრადის სამხედრო მუზეუმში.[13]

მას შემდეგ, რაც სერბეთის ეროვნულმა ბანკმა, ომის მიმდინარეობისასაც კი, დინარის ღირებულებისადმი ნდობის შენარჩუნება კარგი ემისიის პოლიტიკით, მას ფულის მიმოქცევაში დეფიციტის პრობლემა შეექმნა.[14] ბეტამ დააპროექტა 50 დინარის ბანკნოტი, რომლის პირველი პარტია 1915 წლის მარტში პარიზში გამოიცა.[15]სულ დამზადდა 1,025,000 ეგზემპლარი და არანაირი ყალბი ბანკნოტი არ დაფიქსირებულა.[16] თუმცა, იმის გამო, რომ იგი იწარმოებოდა სწრაფად, ცუდ ფერებში და მართლწერის შეცდომით,[17] დიდი პროტესტი გამოიწვია მოსახლეობაში. ხალხმა მას უწოდეს „ომის ბანკნოტი“. აქედან გამომდინარე ბანკმა გადაწყვიტა შეეჩერებინა ბაზარზე მისი გაშვება და იმავე წელს ბანკნოტი ამოიღეს მიმოქცევიდან.[15] დღეს ის, ნუმიზმატიკური თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სერბული ბანკნოტი ნუმიზმატიკური თვალსაზრისით.[17]

ბეტას მეუღლე, რისტო ვუკანოვიჩი საფრანგეთში რამდენიმე ადგილას მუშაობდა ინსპექტორად, ასევე — სერბეთის საშუალო სკოლაში, რომელიც გაიხსნა ომით დაზარალებული ბავშვებისთვის. რისტო გარდაიცვალა 1918 წლის დასაწყისში და დაკრძალულ იქნა ომის სასაფლაოზე, სადაც ბეტამ ძეგლი დაუდგა და რეგულარულად სტუმრობდა საფლავს.

ომის დამთავრების შემდეგ ბეტა სერბეთში დაბრუნდა. მას არ სურდა „დანგრეულ და გაძარცვულ“ სახლში დაბრუნება და იგი იაპონიის საკონსულოს გენერალურ კონსულს, მილუტინ სტანოევიჩს მიჰყიდა.[18] ის ცხოვრობდა ბელგრადის სტუდენტურ სახლში, სადაც მუშაობდა ხელოვნების მასწავლებლად. მოგვიანებით კოლარაჩის სახალხო უნივერსიტეტის შენობაში სტუდია გახსნა.[13] მალე მან ბელგრადში დააარსა მხატვართა ასოციაცია(1919), ხოლო 1921 წელს გახდა სამხატვრო სკოლის მასწავლებელი.[19]

მეორე მსოფლიო ომის დროს მან უარი თქვა გაწევრიანებულიყო „კულტურბუნდის“ მოძრაობაში,[12][19] მაგრამ სარგებლობდა ყველა პრივილეგიით, რადგან თავს თვლიდა სერბად. სწორედ მხატვრობა დაეხმარა მას ომის საშინელებების დაძლევაში.[13]

იგი სიცოცხლის ბოლომდე ხატავდა. ბეტა გარდაიცვალა 1972 წლის 31 ოქტომბერს ასი წლის ასაკში და დაკრძალეს ბელგრადის ახალ სასაფლაოზე.[19]

მთავარი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეტა ვუკანოვიჩმა შექმნა მრავალი გენიალური ნამუშევარი,მათ შორის რისტე ვუკანოვიჩის პორტრეტი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მუზეუმშია გამოფენილი, ხოლო ვუკ კარაჯიჩის პორტრეტი ბელგრადის საქალაქო ბიბლიოთეკის ვუკის დარბაზშია განთავსებული.[20] ნამუშევარი „დაკრძალვის სახლი“ მდებარეობს ბელგრადის ასამბლეის შენობაში, ასევე „ჩემს ტერასაზე“ გამოფენილია ბელგრადის მერიის შენობაში. „ზაფხულის დღე“ ბელგრადის ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს,ხოლო მისი ნახატი „ქრისტეს დიდება“ დაჯილდოვებულია პარიზის მსოფლიო გამოფენაზე. ნახატი მეორე მსოფლიო ომის დროს გაქრა და მხოლოდ რეპროდუქციები არსებობს.[13] მისი მორიგი ნამუშევარი „ქლიავის კრეფა“ ფინანსთა სამინისტროს შენობაშია წარმოდგენილი.ერთ-ერთი ცნობილი ნახატი „კარიკატურების კრებული“, ითვლებოდა, რომ ეკუთვნოდა მის მეგობარს მეფე პეტარ კარაჯორჯევიჩს, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Народна енциклопедија Станоје Стефановић, Загреб 1925.- 1929.
  • Протић, Миодраг Б. (1970). Српско сликарство XX века, Том 1. - Библиотека Синтезе (თარგი:Ср). YU-Београд: Нолит, გვ. 42страна. 
  • Забавник. www.rts.rs. Радио Београд 1 (2012-04-15). ციტირების თარიღი: 2016-09-10.
  • Легат Бете Вукановић. www.mgb.org.rs. Музеј града Београда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-23. ციტირების თარიღი: 2016-09-10.
  • Петровић, Петар (2011-09-30). „На парове разброј с’“. Политикин Забавник. 3112. ციტირების თარიღი: 2016-09-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Павловић Лончарски, Вера (2007). „Кућа Ристе и Бете Вукановић - кућа са плавим перуникама“. Споменичко наслеђе. Завод за заштиту споменика културе града Београда. 8. ციტირების თარიღი: 2016-09-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Ћирић, Соња (2007-01-09). „Кофер сликарке Бабет“. Политикин Забавник. 2007. ციტირების თარიღი: 2016-09-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Миловановић, С. (2011-10-03). „Немица са душом Српкиње“. Правда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-29. ციტირების თარიღი: 2016-09-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Лош, Татјана (2015-12-09). "Златним" рукама Бета неговала српске рањенике“. Вечерње Новости. Компанија Новости. ციტირების თარიღი: 2016-09-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Ћирић, Соња (2013-08-15). „Кратка ликовна историја динара“. Време. Београд: НП Време д.о.о. 1180. ციტირების თარიღი: 2016-09-15.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) CS1-ის მხარდაჭერა: თარიღი და წელი (link)
  • Пантелић, Светлана (2016). Дугалић, Верољуб (ed.). „Новчаница од 50 динара из 1914 - Од ружног пачета до лабуда“ (PDF). Банкарство. Удружење банака Србије. 45 - 2. ISSN 1451-4354. ციტირების თარიღი: 2016-09-15.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Јовичић, Светлана; Метлић, Дијана (2013). Уметничка школа у Београду (каталог изложбе). Београд: С. Јовичић. ISBN 978-86-916545-0-4. ციტირების თარიღი: 2018-02-08.  დაარქივებული 2016-04-02 საიტზე Wayback Machine. თარგი:COBISS

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mikuž J. Vukanović, Beta // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T090283
  2. Јанковић Милица, Госпођа Бета Вукановић, у: Мисао, књ. 21, св. 5–6 (1926), стр. 318–335.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Петровић 2011.
  4. Забавник.
  5. Павловић Лончарски 2007, p. 54.
  6. "Београдске општинске новине", Београд 1. јануар 1940. године
  7. КАТАЛОГ НЕПОКРЕТНИХ КУЛТУРНИХ ДОБАРА НА ПОДРУЧЈУ ГРАДА БЕОГРАДА. Службени лист града Београда бр. 23/84. ციტირების თარიღი: 2018-04-20.
  8. Музеј града Београда. Легат Бете Вукановић.
  9. Павловић Лончарски 2007, p. 55.
  10. Историјат Факултета примењених уметности. Универзитет уметности у Београду, Факултет примењених уметности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-16. ციტირების თარიღი: 2018-02-08.
  11. Јовичић 2013, p. 10-11
  12. 12.0 12.1 12.2 Лош 2015.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Ћирић 2007.
  14. Пантелић 2016, pp. 132.
  15. 15.0 15.1 Ћирић 2013.
  16. Пантелић 2016, pp. 126.
  17. 17.0 17.1 Пантелић 2016, pp. 131.
  18. Павловић Лончарски 2007, p. 59.
  19. 19.0 19.1 19.2 Миловановић 2011.
  20. Портрет Вука Караџића. Централна библиотека града Београда: "Вукова сала" -. ციტირების თარიღი: 2014-06-15.