ბერვალდეს ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერვალდეს ხელშეკრულება (ფრანგ. Traité de Barwalde, შვედ. Fördraget i Bärwalde) — ხელი მოაწერეს 1631 წლის 23 იანვარს ბერვალდში საფრანგეთსა და შვედეთს შორის, რომელიც ამყარებდა ორმხრივ ურთიერთმოვალეობებს ოცდაათწლიანი ომის დროს.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1630 წელს შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფი ჩაერია ოცდაათწლიან ომში, ჩავიდა პომერანიაში და გამოაცხადა თავი გერმანელი პროტესტანტების დამცველად, თუმცა მას უჭირდა ჯარის მომარაგება და იგი იძულებული იყო გადასულიყო ზამთრის ბინიდან ჩრდილოეთში, რათა არ გატანჯულიყო სურსათის უკმარისობისგან. კარდინალი რიშელიე, რომელიც განსაზღვრავდა საფრანგეთის შინაგან პოლიტიკას, გადაწყვიტა მხარი დაეჭირა იმისთვის ვინც იბრძოდა საფრანგეთის მტრის - ჰაბსბურგების წინააღმდეგ.

პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერვალდის ხელშეკრულება ეხებოდა თავისუფალ ვაჭრობას და ურთიერთმოქმედებას საფრანგეთის და შვედეთის დასაცავად. ამასთან შესაბამისად გუსტავ II ადოლფი შეპირდა ჯარი გაეჩერებინა გერმანიაში, რომლის რაოდენობა იყო ოცდაათი ათასი ფეხოსანი და ექვსასი მხედარი. საფრანგეთს ნაწილობრივ ან მთლიანად უნდა აეღო თავზე გასავალი და გადაერიცხა შვედეთის ხაზინაში 15 მაისს და 15 ნოემბერს ოცი ათასი იმპერიული ტალერი. გუსტავ ადოლფი პირობას იძლეოდა, რომ გარანტირებულ თავისუფლებას მისცემდნენ კათოლიკეებს მთელ გერმანიაში, არ ეხლოთ ხელი საფრანგეთის მეგობრის მაქსიმილიან ბავარელის მიწებისთვის და არ დაედოთ სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება სულ მცირე 5 წლის განმავლობაში.

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუსტავ ადოლფმა აიძულა რიშელიე აეწია შეთანხმების ფასი თხუთმეტიდან ოცი ათას ტალერამდე და დაიყოლია კარდინალი წასულიყო იმაზე, რათა სახელი გაეტეხა პროტესტანტული სახელმწოფოს მორიგების გამოქვეყნებით, ასე რომ გუსტავ ადოლფი გამოვიდა არა როგორც საფრანგეთის დაქირავებული არამედ როგორც თანასწორი მოკავშირე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]