ბარი (ხალხი)
თემა
ბარი — სამხრეთ სუდანში მცხოვრები ხალხი. განსახლების არეალი შეადგენს ქალაქ ჯუბის შემოგარენსა და ნილოსის ნაპირებს. სახლობენ აგრეთვე უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ენა - ბარი, განეკუთვნება ნილოტურ ენებს. ბარი ინარჩუნებს ტრადიციულ რწმენებს. მთავარი საქმიანობაა მესაქონლეობა, განვითარებულია მიწათმოქმედება, ნადირობა, თევზჭერა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 208.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: