ბათის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ბათის რეგიონი
ფრანგ. Batha
არაბ. منطقة البطحة
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ადმ. ცენტრი Ati
შიდა დაყოფა Batha Ouest, Batha Est და Fitri Department
კოორდინატები 13°12′50″ ჩ. გ. 18°20′10″ ა. გ. / 13.21389° ჩ. გ. 18.33611° ა. გ. / 13.21389; 18.33611
ფართობი 88 000 კმ²
მოსახლეობა 527 031 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 5,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

ბათის რეგიონი (ფრანგ. Batha, არაბ. منطقة البطحة) — ჩადის რეგიონი. სახელი დაერქვა რეგიონში დიდი მდინარე ბათის გამო, რომელიც მიედინება რეგიონის სამხრეთ ნაწილში. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ატი. რეგიონის მეორე დიდი ქალაქია უმ-ჰაჯერი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათის რეგიონი მდებარეობს ჩადის ცენტრში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება ბორკუს რეგიონს, აღმოსავლეთით — უადი-ფირას და უადაის რეგიონებს, დასავლეთით — ბაჰრ-ელ-გაზელის რეგიონს, სამხრეთით — ჰაჯერ-ლამისის და გერის რეგიონებს. მისი ფართობი შეადგენს 88 000 კმ²-ს.

ბუნებრივ-კლიმატური მდგომარეობით რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 288 074 ადამიანს, მათ შორის 44 064 ადამიანი იყო მომთაბარე. მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 527 031 ადამიანს.[1][2][3][4] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5,99 ად./კმ². მთელი მოსახლეობის მესამედს შეადგენენ ჩადის არაბები, დანარჩენები — ნეგროიდული ხალხი: ბილალა (18 %), კუკა (16 %), მასალიტი და მესმეჯე (6-6 %).

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით ბათის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის დიდი უმრავლესობა — მუსლიმებია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აღმოსავლეთი ბათა (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან), დასავლეთი ბათა (4 ქვეპრეფექტურა) და ფიტრი (2 ქვეპრეფექტურა).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]