ახალი კუკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი კუკიაკუკიის მიკროუბანი. XIX საუკუნის 40–50-იან წლებში ჩუღურეთიდან და ავლაბრიდან დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გადასვლა კუკიაზე დასასახლებლად, რის შედეგადაც ახლანდელი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის გადაღმა, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაჩნდა ახალი დასახლება. 80–90-იან წლებში ახალმა კუკიამ დაიკავა რკინიგზის გადაღმა, ძველი ნაძალადევისა და კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]