შინაარსზე გადასვლა

აძაბის გვირაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აძაბის გვირაბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 250 მ
სიგრძე 45 მ
ამგებელი ქანები კირქვა

აძაბის გვირაბიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აძაბის მღვიმის სამხრეთით 20 მ-ზე. ვრცელდება ზღვის დონიდან 250 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს 45 მ სიგრძის აღმავალ გვირაბს, რომელიც ძლიერ მეანდრირებულია. გვირაბის საშუალო სიგანე 0,5 მ-ია, ხოლო სიმაღლე 1-1,5 მ არ აღემატება. მღვიმე ვიწრო ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მაკარონისებური სტალაქტიტები, მექანიკურიდან — ცალკეული ლოდები. ჰავა სტატიურია. მღვიმეში გაედინება პატარა ნაკადი. ბინადრობენ ღამურები, მწერები, ობობები. ადვილი გასასვლელია. შედგენილია გეგმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.