აშშ-ის სენატის არჩევნები ნევადაში ჩაივლის 2018 წლის 6 ნოემბერს, სენატში ნევადის ორი წარმომადგენლიდან ერთის არჩევისთვის.
მოქმედი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, დინ ჰელერი, განიხილავდა კენჭისყრას ნევადის გუბერნატორობისთვის, თუმცა, გადაწყვიტა კვლავ ეყარა კენჭი სენატისთვის. ნევადა არის ერთადერთი შტატი 2018 წლის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ჰყავს მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი და რომელშიც 2016 წელსჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.[1][2]
კანდიდატობაზეგანაცხადის შეტანის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 16 მარტი, ხოლო პრაიმერი ჩატარდა 2018 წლის 12 ივნისს.[3]
თავის დროზე, ნევადა განიხილებოდა როგორც ე.წ Swing State, რომელიც უფრო რესპუბლიკური პარტიისკენ იხრებოდა. ასე, ჯორჯ ბუშმა შტატში 2000 და 2004 წლების არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. სიტუაცია შეიცვალა 2008 წლის შემდეგ. იქიდან მოყოლებული, ნევადა დემოკრატიული პარტიისკენ იხრება. 2012 წლის არჩევნებში ბარაკ ობამამ შტატში რესპუბლიკელ ოპონენტზე 7 პროცენტით მეტი ხმა მიიღო, თუმცა, ამავე დროს, სენატორად აირჩიეს რესპუბლიკელი დინ ჰელერი. ამჟამად, დინ ჰელერი ითვლება „საფრთხეში მყოფ“ სენატორად, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში მისი დამარცხების რისკი საკმაოდ დიდია. დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ჰელერი დამარცხდებოდა, თუ რესპუბლიკელები ვერ მოახერხებდნენ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის (იგივე Obamacare') გაუქმებას.