აქიუ
აქიუ | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 160 მ |
სიგრძე | 125 მ |
აქიუ, აფხაზ სპელეოლოგთა მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დაბა ახალი ათონის მახლობლად, მდინარე ფსირცხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ. 30 მ სიგრძის ვიწრო ხვრელით უერთდება 30 მ სიმაღლის მთავარ დარბაზს. სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებით მორთული დარბაზების საერთო სიგრძეა 125 მ. აქიუში ნაპოვნია მღვიმური დათვის ძვლები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 37.