ატს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელეგრაფის სტროუჯერის სისტემის დეკადურ-ბიჯური მაძიებელი
დეკადურ-ბიჯური ატს. კასუმიგასეკი, იაპონია 1967
საქალაქთაშორისო ციფრული ატს DMS-100, საფრანგეთი.

ატს – ავტომატური ტელეფონის სადგური, მოწყობილობათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აბონენტთა შორის ოპერატორის ან ტელეფონისტის მონაწილეობის გარეშე სატელეფონო კავშირის დამყარებას ტელეფონის აპარატებით, ფაქსებით და სხვა. განასხვავებენ შიგასაუწყებო (დაწესებულებების გარე სატელეფონო ქსელთან ჩართვის არმქონე) და სატელეფონო ქსელში ჩართულ ატს-ებს. ავტომატური ტელეფონის სადგურები უზრუნველყოფენ კავშირის დამყარებას, შენარჩუნებას და კავშირის გაწყვეტას ტელეფონის აპარატებს შორის და ასევე დამატებით საშუალებებს. ეს ხდება სატელეფონო სიგნალიზაციის გამოყენებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატს-ის პატენტი (US Patent No. 447918 10/6/1891) 1889 წელს გაიცა ამერიკელ გამომგონებელ ელმონ ატროუჯერზე, რომელმაც შექმნა მუშა მაძიებლის (ბიჯური მაძიებელი, ატს-ს მთავარი შემადგენელი) ჯერ კიდევ 1888 წელს, როცა ის 49 წლის იყო.

ერთ-ერთი ვერსიით დეკადურ-ბიჯური მაძიებლის შექმნისკენ ელმონ სტროუჯერს უბიძგა არაკეთილსინდისიერმა კონკურენციამ: მას ჰქონდა დამკრძალავი ბიურო კანზას-სიტიში და თანდათან აკლდებოდა სატელეფონო შეკვეთები, რადგან სატელეფონო სადგურში ტელეფონისტად მუშაობდა მისი პირდაპირი კონკურენტის ცოლი. ის აბონენტებს სტროუჯერის ნაცვლად საკუთარი ქმრის დამკრძალავ ბიუროსთან აერთებდა. ელმონ სტროუჯერმა დაიფიცა რომ ბოლოს მოუღებდა ტელეფონისტებს და გამოიგონა ავტომატური დეკადურ-ბიჯური სატელეფონო კომუტატორი 99 აბონენტამდე მოცულობით. ე. სტროუჯერის სისტემით აწყობილი ატს-ები საკმაოდ საიმედო იყო და აშშ-ში ექსპლუატაციაში იყო 1980-იანი წლების ჩათვლით. ასეთი ატს-ები საქართველოში 2005 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც ციფრული ატს-ებით ჩანაცვლდა. ელმონ ბრაუნ სტროუჯერი ასევე არის მბრუნავი, დისკური ნომერამკრეფის გამომგონებელი რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ტელეფონის აპარატებში.

საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში 1935 წლამდე მხოლოდ ხტს (ხელის ტელეფონის სადგური) მოქმედებდა, 1935 წელს ექსპლუატაციაში თბილისში ექსპლუატაციაში შევიდა შვედური კომპანია ერიქსონის წარმოების მანქანური ატს, რომლის ტევადობა 10 000 აბონენტი იყო და მასზე გადაერთო იმჟამინდელი ხტს-ს 3 400 აბონენტი. 1950-იანი წლებიდან თბილისსა და რეგიონებში გავრცელება ჰპოვა დეკადურ-ბიჯურმა ატს-ებმა, ხოლო 1978 წლიდან დაინერგა კოორდინატული ატს-ები. 1989-1990 წწ მიჯნაზე დამონტაჟდა ელექტრონული, ხოლო 1997 წლიდან ციფრული ატს-ები.

ატს-ის ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკომუტაციო მოწყობილობების (მაძიებლის) მიხედვით განასხვავებენ შემდეგი ტიპის ატს-ებს:

  • მანქანური
  • პანელური
  • დეკადურ-ბიჯური
  • კოორდინატული
  • კვაზიელექტრონული
  • ელექტრონული ანალოგური
  • ელექტრონული ციფრული
  • ინტერნეტ ატს
  • პროგრამული ატს

საექსპლუატაციო თვალსაზრისით ძირითადად განასხვავებენ შემდეგი სახის ატს-ებს: საქალაქთაშორისო, საქალაქო, საგარეუბნო, სასოფლო, სუწყებო, შიგასაუწყებო.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე - სტ. ავტომატური ტელეფონის სადგური
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ატს&oldid=4648328“-დან