ატოცის მეორე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატოცის ნასოფლარი.

ატოცის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრის მოშორებით, ურიხელში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. გამოვლინდა შენობათა რიყის და ნატეხი ქვით ნაგები საძირკვლის ნაშთები. ადგილზე ნაპოვნია წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის და ქვევრის ნატეხები. ნასოფლარი მოსახლეობამ მეწყერის გამო, XIX საუკუნეში მიატოვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]