არწივები (სარაგბო კლუბი)
თემა
დაარსდა | 2009 |
---|---|
პრეზიდენტი | თენგიზ კალანდაძე |
მწვრთნელ(ებ)ი | თორნიკე აშვეთია |
ლიგა | საქართველოს სარაგბო პირველი ლიგა |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f8/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_2.jpg/200px-%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_2.jpg)
ოზურგეთის არწივები — მორაგბეთა კლუბი ქალაქ ოზურგეთში. კლუბი დაარსდა 2009 წელს. გუნდს თავდაპირველად „არწივები" ეწოდებოდა. 2010 წელს გუნდმა სახელი შეიცვალა და „ფირალები“ დაერქვა, თუმცა მალევე დაუბრუნდა ძველი სახელწოდება. კლუბი პირველ ლიგაში თამაშობდა 2013-14 წლების სეზონის ჩათვლით. 2014-15 წლებიდან შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და „არწივები“ რეგიონულ ლიგაში დაქვეითდნენ. რეგიონულ ლიგაში სამი სეზონის გატარების შემდეგ „არწივებმა“ მოიპოვეს პირველი ლიგის საგზური და დაუბრუნდნენ მას 2017-18 წლების სეზონში.
გუნდი თამაშობს ზვანის სტადიონზე, ოზურგეთში.