არჩილ გიგოშვილი
არჩილ გიგოშვილი | |
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მე-3 თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი, 1948 – 18 აპრილი, 1951 | |
წინამორბედი | ვასილ ბარნაბის ძე გოგუა |
მემკვიდრე | მიხეილ მიხეილის ძე ლელაშვილი |
დაბადებული | 1906 |
გარდაცვლილი | 1969 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ათეიზმი |
არჩილ ალექსანდრეს ძე გიგოშვილი (დ. 1907, თბილისი — გ. 1969) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი 1927 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩილ გიგოშვილი დაიბადა 1907 წელს ქ. თბილისში, სტამბის მუშის ოჯახში. 1921 წელს მბეჭდავად მოეწყო პოლიგრაფიული მრეწველობის თბილისის საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებელში. 1927-დან 1931 წლამდე იმყოფებოდა ხელმძღავნელ კომკავშირულ სამუშაოზე, 1934-დან 1937-მდე კი პარტიულ სამუშაოზე. 1937 წლიდან 1941 წლამდე იყო საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო კინომრეწველობის დირექტორი.
1941 წლიდან ა. გიგოშვილი მუშაობს სხვადასხვა პასუხსაგებ სამუშაოზე: საქართველოს სს რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლად სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან, ამიერკავკასიის რკინიგზის პოლიტგანყოფილების უფროსად. 1944 წლის ოქტომბერში ა. გიგოშვილი არჩეულ იქნა საქართველოს კპ(ბ) თბილისის ორგანიზაციის ბერიას რაიკომის პირევლ მდივნად. 1947 წლს გადაყვანილ იქნა საქართველოს კპ(ბ) ცენტარლური კომიტეტის აპარატში სამუშაოდ, საქართველოს კპ(ბ) ცენტარლური კომიტეტის მდივნის მოადგილედ ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების დარგში. გიგოშვილი მუშაობდა საქართველოს კპ(ბ) ცენტარლური კომიტეტის საგეგმო-საფინსო და სავაჭრო განყოფილების გამგედ.
ა. გიგოშვილი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და სამი მედლით. ა. გიგოშვილი იყო საქართველოს კპ(ბ) ცენტარლური კომიტეტის წევრი, საქართველოს სს რესპუბლიკის I[1]-II-III და VI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საკავშირო კპ(ბ) წევრი 1927 წლიდან.
ა. გიგოშვილი იყო საქართველოს სსრ-ის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-27. ციტირების თარიღი: 2021-12-27.
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 1969
- საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები