შინაარსზე გადასვლა

არფხოს შახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არფხოს შახტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 525 მ
სიღრმე 60 მ
ამგებელი ქანები კირქვა

არფხოს შახტიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მჭიშთის აუზში, ზღვის დონიდან 525 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. შახტს განიერი ჩასასვლელი აქვს (დიამეტრი 7-8 მ). ზედაპირიდან 35 მეტრზე შახტი აჩენს მოზრდილ საფეხურს და სწრაფად უკავშირდება უფრო მცირე სიღრმის შახტს.

შახტის სიღრმე 60 მ-ს აღწევს. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, ფარდები და კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან დროებითი ნაკადების მიერ ზედაპირიდან ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. ჩაედინება დროებითი ნაკადები. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966