ანუხვის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანუხვის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 445 მ
ამგებელი ქანები კირქვა

ანუხვის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუმიშხის კირქვულ მასივზე, სოფელ ანუხვის მიდამოებში, ზღვის დონიდან 445 მეტრ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცრცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე დერეფნული სტილისაა (საშუალო სიგანე და სიმაღლე 0,5-2,5 მ.). აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი, წყლიანი განშტოებები და ცალკეული, საკმაოდ მოზრდილი (15X10 მ) დარბაზული გაფართოებები. მღვიმიდან მოედინება ნაკადული. ჰაერის ტემპერატურა 9,2-დან 10,2 °C-მდეა. ფარდობითი ტენიანობა 85-100 %. ზოგან შემორჩენილია სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კასკადური ნაღვენთები, „გურების“ ლანდშაფტები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]