ანდრო ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.
ანდრო ჟორდანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდრო დიმიტრის ძე ჟორდანია
დაბადების
თარიღი
4 ნოემბერი, 1904
დაბადების
ადგილი
თბილისი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
25 აპრილი, 1974 (69 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 167 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1922–1924 თსუ თბ.
1925–1928 დინამო თბ.
1929 დინამო დ.
1932–1935 დინამო ივ.
1936–1937 სპარტაკი ივ. 11 (3)
1938–1940 ოსნოვა ივ. 1 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1936–1937 სპარტაკი ივანოვო
1938–1941 ოსნოვა ივანოვო
1945 დინამო თბილისი
1946–1947 დინამო თბილისი
1948–1951 სპარტაკი თბილისი
1952–1954 კრასნოე ზნამია
1955 დინამო თბილისი
1955–1956 ფშმ თბილისი
1957–1958 ლოკომოტივი ქუთაისი
1959–1961 დინამო თბილისი
1962 ლოკომოტივი თბილისი
1964–1965 ტორპედო ქუთაისი
1965–1967 მეშახტე ტყიბული
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ბარელიეფი თბილისის „დინამოს“ დიღმის საწვრთნელი ბაზის შესასვლელში.

ანდრო ჟორდანია (დ. 4 ნოემბერი, 1904, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1960).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის (1925–28), დნეპროპეტროვსკის (1930–31) და ივანოვოს (1932–35) კლუბებში. თამაშობდა „სპარტაკსა“ (1936–37) და „ოსნოვაში“ (1938–40). იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრაინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა.

სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ქალაქ ივანოვოში. იგი იყო მოთამაშე მწვრთნელი ივანოვოს „ოსნოვაში“, რომლის შემადგენლობაში 1940 წელს რსფსრ-ს თასი მოიგო.

იყო სამამულო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო.

ომის შემდეგ ჟორდანია არაერთხელ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ორჯერ (1946, 1960) თასის ფინალში გავიდა. ამას გარდა, წარმატებით მუშაობდა სხვა ქართულ გუნდებთანაც. ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სსრ კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1931
  • სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1924

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1947 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 24.03.1947 № 354
  • საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი: 1960

სამწვრთნელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსფსრ-ის დროშა ოსნოვა ივანოვო
რსფსრ საფეხბურთო თასი
  • თასის მფლობელი: 1940
საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947, 1959

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრო ჟორდანიამ ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა და აღზარდა — გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი და სხვ. ქართული ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის ანდრო ჟორდანიას ქართული ფეხბურთის პატრიარქი უწოდეს.[1]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ანდრო ჟორდანია საქართველოს XX საუკუნის მეორე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[2][3]

„სახალხო გაზეთმა“ იგი დაასახელა XX საუკუნის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად, ნოდარ ახალკაცთან და ანატოლი ნორაკიძესთან ერთად.

1975 წლიდან დაწესდა მისი სახელობის თასის გათამაშება საქართველოს პირველობის მონაწილე საფეხბურთო გუნდებს შორის.[4]

1974 წლიდან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელის ჯილდო ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.

ანდრო ჟორდანიას სახელობისაა თბილისის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელსაც 2013 წლიდან მისივე ბარელიეფი ამშვენებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
ქართული სპორტი · Dinamo-Tbilisi.ru · FootballFacts.ru
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
მედია
Presa.ge · Sportall.ge · Worldsport.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]