ანდრია დეკანოზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრია დეკანოზიშვილი
დაბადების თარიღი 1867
დაბადების ადგილი რუისი, გორის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1955
გარდაცვალების ადგილი დრავეილი, საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტი

ანდრია დეკანოზიშვილი (დ. 1867, რუისი, გორის მაზრა — გ. 1955, დრავეილი, საფრანგეთი) — მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1897 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1890-იანების ბოლოს, ევროპაში (პოლონეთი, საფრანგეთი) ყოფნის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ქართულ გაზეთებთან. „კვალში“ გამოაქვეყნა ხუთი ნოველა „პეპელა“ - 1893; „დაღუპული“ - 1893; „სულ ერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება“ - 1895; „ის კი მიდიოდა“ - 1896; „სხვისია, სხვისი“ - 1897. ნოველები ითარგმნა რუსულად. 1901 წელს დაუახლოვდა „ცნობის ფურცლის“ ეროვნულ რადიკალურ ჯგუფს. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შექმნისათვის შემდგარ საინიციატივო ჯგუფში და აირჩიეს ხუთი კაცისაგან შედგენილ მთავარ კომიტეტში ა. ჯორჯაძესთან, გ. დეკანოზიშვილთან, ვლადიმერ ლორთქიფანიძესთან და გ. ლასხიშვილთან ერთად. მონაწილეობას იღებდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის პროგრამის შემუშავებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო რესპუბლიკის წარმომადგენელი არგენტინაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არგენტინასთან ურთიერთობაში და არგენტინის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საქმეში. 1920 წელს იყო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი ჰააგაში. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველაძე, დ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 127-128.
  • დ. შველიძე, პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში, ფედერალისტები, თბ., დეკანოზიშვილი ანდრია დე მარტელი დამიენ 128 1993;
  • ვ. წოწელია, მოთხრობები. თბ., 1965; გ. ლასხიშვილი, მემუარები, თბ., 1934, 1992;
  • შველიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 360.
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 127.