ალექსანდრე ლუარსაბის ძე
ალექსანდრე ლუარსაბის ძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1680 |
გარდაცვალების თარიღი | 27 სექტემბერი, 1711 |
წოდება | გენერალი |
ალექსანდრე ლუარსაბის ძე (ბაგრატიონი) (გ. 1711) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ვახტანგ V-ის ძის, ლუარსაბის შვილი.
მსახურობდა ირანში; იყო შაჰის კარზე მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ნაცვალი ქირმანში, შემდეგ ავღანეთში. მეთაურობდა ავღანეთისა და ქირმანის ჯარების ქართულ რაზმებს (დაახლოებით 2 ათასი კაცი). ებრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ მირ ვაისის მეთაურობით აჯანყებულ ავღანელ და ბელუჯ ტომებს, დაიღუპა ყანდაართან ბრძოლაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტუხაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 294.