ალან გაგლოევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალან გაგლოევი
რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-5 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 მაისი, 2022
წინამორბედიანატოლი ბიბილოვი

„ნიხასის“ თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
თებერვალი 2020 – დღემდე

დაბადებული6 თებერვალი, 1981 (1981-02-06) (43 წლის)
ცხინვალი
პოლიტიკური პარტიანიხასი
შვილები2

ალან ედუარდის ძე გაგლოევი (ოს. Гаглойты Эдуарды фырт Алан; რუს. Алан Эдуардович Гаглоев; დ. 6 თებერვალი, 1981) — ოსი პოლიტიკოსი, ოსური ე. წ. „კგბ“-ს ყოფილი მუშაკი,[1] „სამხრეთ ოსეთის“ არჩეული „პრეზიდენტი“.[2] მისი ინაუგურაცია 2022 წლის 24 მაისს შედგება.[3] 2020 წლის თებერვლიდან არის პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა „სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტი-მონოპოლური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად. 2003 წელს კურსები გაიარა ქალაქ ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში. [5] 2004 წელს შეუერთდა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს“ სადაც ოფიციალური ინფორმაციით 2022 წლამდე მუშაობდა.[6]

გაგლოევი მონაწილეობას იღებდა „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებულ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში (2017, 2022). 2017 წლის არჩევნებში მან 3 291 ხმა მიიღო და ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა (10,17%). [7]

2022 წლის არჩევნების პირველ ტურში მიიღო 36,9% და დაიკავა პირველი ადგილი.[8] ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში 15 867 ხმითა და 54,2%-ით დაამარცხა მოქმედი ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Непростой кандидат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
  2. 2.0 2.1 Бибилов признал поражение во втором туре выборов президента Южной Осетии ru. ციტირების თარიღი: 2022-05-08
  3. Inauguration of the new head of South Ossetia Gagloev is planned for May 24 - CEC head en (2022-05-11). ციტირების თარიღი: 2022-05-11
  4. Alan Gagloyev: Candidate for President of South Ossetia. Elections 2022 (2022-03-20).
  5. ვინ არის ალან გაგლოევი - qartli.ge
  6. Непростой кандидат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
  7. South Ossetia
  8. Opposition Candidate Takes Lead in First Round of S. Ossetia Polls (2022-04-14).