ავთანდილ ჯორბენაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1951(1951-02-23)
გარდაცვალების თარიღი 17 მაისი, 2024(2024-05-17)[1] (73 წლის)
მოქალაქეობა  საქართველო

ავთანფილ ჯორბენაძე (დ. 31 ოქტომბერი, 1951, ლანჩხუთი17 მაისი, 2024) — ქართველი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს ქალაქ ლანჩხუთში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976 წლებში — 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978 წლებში — სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1982 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-რენტგენოლოგი; 1982-1986 წლებში თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1991 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის I მოადგილე; 1991-1992 წლებში თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსი. 1992 წლის 8 იანვრიდან 1993 წლის 6 იანვრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1993 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 26 მარტამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე; 1993 წლის 26 მარტიდან 1993 წლის 19 ოქტომბრამდე სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან გარდაცვალებამდე — აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით (1994).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://tabula.ge/en/news/718296-avtandil-jorbenadze-73-clis-asakshi-gardaitsvala