Tractatus logico-philosophicus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (Tractatus logico-philosophicus, ქართული ტრანსკრიფციით [ ტრაქტატუს ლოგიკო-ჶილოზოჶიკუს ]) — ავსტრიელი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ვიტგენშტაინის (Ludwig Josef Johann Wittgenstein (1889-1951)) ნაშრომი. ტრაქტატი დაიწერა გერმანულ ენაზე, თუმცა მას ლათინური სათაური აქვს. ნაშრომს თავდაპირველად გერმანული სახელწოდება, - Logisch-Philosophische Abhandlung ჰქონდა, რომელიც ქართულად ითარგმნებოდა, როგორც „ლოგიკურ-ფილოსოფიური სჯანი“.