Spice Girls — ოთხი BRIT ჯილდოს მფლობელი გოგონებისინგლისურიპოპ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ლონდონში დაარსდა. თავისი სადებიუტო სინგლი - Wannabe ხუთეულმა 1996 წელს გამოუშვა. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჰიტ-აღლუმების სათავეებში შვიდი კვირა დაჰყო და ჯგუფს საერთაშორისო გენომენის სტატუსის მოხვეჭაში დაეხმარა. მას შემდეგ, ჯგუფმა სამი სტუდიური ალბომი და ათი სინგლი გამოუშვა, რომლებიც მსოფლიოში 53 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.