ჯორდან ჰენდერსონი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორდან ბრაიან ჰენდერსონი | ||
დაბადების თარიღი | 17 ივლისი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | სანდერლენდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 1.82 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული | ||
ნომერი | 14 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006-2008 | სანდერლენდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008-2011 | სანდერლენდი | 71 | (4) |
2009 | → ქოვენთრი სიტი | 10 | (1) |
2011– | ლივერპული | 305 | (29) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010– | ინგლისის ნაკრები | 68 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 დეკემბერი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 დეკემბერი, 2021 |
ჯორდან ბრაიან ჰენდერსონი (დ. 17 ივნისი, 1990) — ინგლისელი ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის კლუბ „ლივერპულის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი.
კარიერა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, კლუბ „სანდერლენდში“. 2009 წელს იჯარით თამაშობდა „ქოვენთრი სიტიში“. 2011 წლის 9 ივნისს „სანდერლენდიდან“[1] და „ლივერპულში“[2] გადავიდა £17 მილიონის სანაცვლოდ.[3][4] პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჰენდერსონის დებიუტი 2011 წლის 13 აგვისტოს, ყოფილ კლუბთან, „სანდერლენდთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში შედგა. 2012 წელს კლუბთან ერთად მოიგო პირველი ტიტული, ინგლისის ლიგის თასი. 2015 წლიდან გახდა „ლივერპულის“ კაპიტანი.[5] 2019 წელს მისი კაპიტნობით „ლივერპულმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.[6][7] იმავე წელს ჰენდერსონი გახდა „ლივერპულის“ პირველი კაპიტანი, ვინც კლუბთან ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჰენდერსონის დებიუტი 2010 წელს შედგა. მანამდე მას ნათამაშები ჰქონდა ინგლისის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. ეროვნული ნაკრების რიგებში ჰენდერსონს 50-ზე მეტ მატჩში აქვს ნათამაშები. ნაკრებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში: 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატსა და 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატშში. 2019 წელს ჰენდერსონი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.[8]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1): 2018–19
ფინალისტი: 2017–18 - პრემიერ ლიგა (1): 2019–20
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2019
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2019
- ინგლისის ლიგის თასი (1): 2011–12
ფინალისტი: 2015–16 - უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალისტი: 2015–16
- ინგლისის ასოციაციის თასის ფინალისტი: 2011-2012
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ევროპის ჩემპიონატი: ფინალისტი: 2020
ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2019
- ლივერპულის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2011-2012
- სანდერლენდის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2009–10, 2010–11
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Jordan Henderson — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ESPN Soccernet profile დაარქივებული 2013-01-27 საიტზე Wayback Machine.
- LFC History profile
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Henderson fee agreed.
- ↑ Reds agree Henderson deal.[მკვდარი ბმული]
- ↑ Doyle, Paul (13 June 2011). „Jordan Henderson aims to reward Liverpool's faith and £20m investment“. The Guardian. London.
- ↑ „Liverpool and Sunderland agree transfer fee for Jordan Henderson“. The Daily Telegraph. London. 8 June 2011.
- ↑ Henderson appointed Liverpool captain, 10 ივლისი, 2015.
- ↑ Liverpool win Champions League 1 ივნისი, 2019.
- ↑ Liverpool beat Chelsea on penalties to win Super Cup, 14 აგვისტო, 2019.
- ↑ Jordan Henderson & Lucy Bronze named England players of year for 2019, 14 იანვარი, 2020.
|
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - დეკემბერი 2020
- დაბადებული 1990
- ინგლისელი ფეხბურთელები
- სანდერლენდის ფეხბურთელები
- ლივერპულის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 17 ივნისი
- 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
- 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები