ჯონ პოსტელის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონ პოსტელის პრემია — 1999 წელს ინტერნეტის საზოგადოების (ISOC) მიერ დაწესებული პრემია, რომელიც ჯონ პოსტელის ხსოვნის უკვდავსაყოფად მის სახელს ატარებს. იგი ყოველწლიურად გადაეცემა პირს „მონაცემთა გადაცემის ორგანიზაციის საქმიანობაში გამორჩეული წვლილისათვის“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია დააწესა ვინტონ სერფმა ინტერნეტის საზოგადოების თავმჯდომარეობის ეგიდით და ანონსირებული იყო ნეკროლოგში „I remember IANA“, როგორც RFC 2468 დოკუმენტი პოსტელის და მისი შემოქმედების ხსოვნის პატივსაცემად.[1] პირველი ლაურეატი გახდა თავად ჯონ პოსტელი (გარდაცვალების შემდეგ).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vint Cerf. (October 1998) I remember IANA. RFC 2468. ციტირების თარიღი: 2022-03-28.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-07. ციტირების თარიღი: 2010-01-07.