ჯემალ ბერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯემალ ბერაძე (დ. 15 ნოემბერი, 1939 — გ. სექტემბერი 2015) — ქართველი მორაგბე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ ბერაძე დაიბადა 1939 წელს თბილისში. სარაგბო კარიერა დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდში, რომელიც 1960-იან წლებში ქალაქის უცვლელი ფალავანი იყო. იგი იყო სპორტის ოსტატი, ქართული რაგბის პიონერი, ღირსების ორდენის მფლობელი, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით 2003 წელს გადაეცა. ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართული გუნდების უცვლელი კაპიტანი, თამაშობდა ნახევარდაცვაში გარემარბად..

იგი იყო ვეტერან მორაგბეთა კავშირის წევრი და ვეტერანთა ნაკრებ „ოქროს ბუღების“ მოთამაშე. 2001 წელს მან საფრანგეთში მონაწილეობა მიიღო მორაგბეთა მსოფლიო ფესტივალზე, იგი ქართველი ვეტერანების კაპიტანი იყო. მათ დაამარცხეს რაგბის სამშობლოს წარმომადგენლები - ინგლისის მორაგბენი. გარდაიცვალა 2015 წლის სექტემბერში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]