მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიხათის უღელტეხილი, შქმერის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულისა და რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ხეობებს.
|
---|
| მწვერვალები | |
---|
| უღელტეხილები | |
---|
| მდინარეები | |
---|
|