ხიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიდა
კოორდინატები: 43°04′05″ ჩ. გ. 42°02′58″ ა. გ. / 43.06806° ჩ. გ. 42.04944° ა. გ. / 43.06806; 42.04944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2633 
ქედი კოდორის ქედი
ამგებელი ქანები კრისტალური ფიქლები
ხიდა — საქართველო
ხიდა
ხიდა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ხიდა

ხიდაუღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2633 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. კალთებზე ქვევით წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეა, ზევით — სუბალპური და ალპური მდელოები. ხიდა აფხაზეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი, მდინარეების ნენსკრისა (ენგურის მარჯვენა შენაკადი) და საკენის (კოდორის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებზე გამავალი უმოკლესი გზაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხიდა&oldid=4652949“-დან