ხათუნა პატაშური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხათუნა პატაშური
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1970 (1970-03-19) (54 წლის)
დაბ. ადგილი დედოფლისწყარო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი

ხათუნა პატაშური (დ. 19 მარტი, 1970, დედოფლისწყარო) — ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხათუნა პატაშური დაიბადა 1970 წლის 19 მარტს, ქ. დედოფლისწყაროში. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოლოგის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1990-1993 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზე.1993-1996 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. 1993-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. 2003 წელს სწავლა გააგრძელა და 2004 წლამდე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1994–2008 წლებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ლექტორი, სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელ-კოორდინატორი, გაზეთის კორექტორ-კორესპოდენტად 1994-1997 წლებში იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ქართული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ლექტორი. 1999 - 2000 იყო ფირმა „ომეგას“ პრეს-ცენტრის პრეს-მდივანი. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1992 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს ლექსებს, მინიატურებს, სამეცნიერო სტატიებს, თარგმანებს. 2005 წელს, სამეცნიერო მიწვევით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში. ლინგვისტური სტაჟირებით კი 2014-2015 წლებში — საფრანგეთში, ქ. ნიცასა და ქ. ბორდოში.

გამოცემული აქვს ლექსების კრებული „დამშვიდობება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]