შინაარსზე გადასვლა

შტუტგარტის დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტუტგარტის დეკლარაცია
დეტალები
გამოქვეყნების თარიღი 1976[1]

შტუტგარტის დეკლარაცია - ევროპელი ლიბერალების (ALDE) ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა პირველი ევროპული პარტია და პარტიული პლატფორმა.[2]

შტუტგარტის დეკლარაციას ხელი 1976 წლის მარტში მოეწერა. დეკლარაციაზე ხელს აწერდნენ ცხრა ევროპული ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: ბელგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდების სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოდან.[2]

დეკლარაციას ხელი გერმანულ ქალაქ შტუტგარტში მოეწერა.[2]

2016 წელს შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერიდან მე-40 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა ბადენ-ვიურტემბერგში ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსისა და მასში შემავალი გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მიერ.[3]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკლარაცია დაყოფილია 4 ნაწილად. შესავალში საუბარია ევროპელი ლიბერალების ფასეულობებსა და რწმენაზე. პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულია ადამიანის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ევროპულ დონეზე უზრუნველყოფისკენ სწრაფვის აუცილებლობა. მეორე ნაწილში საუბარია ევროპის კავშირის შექმნის აუცილებლობაზე და ჩამოყალიბებულია თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციის საჭიროება, როემლიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, უმრავლესობის ხმის მიცემასა და უმცირესობების დაცვას. მესამე ნაწილში მდგრადი და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მეოთხე ნაწილში საუბარია ევროპის კავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის აუცილებლობაზე. ბოლო ნაწილში ხაზგასმულია ევროპელი ლიბერალების მზაობა, რომ ევროპის საზოგადოებაში და მომავალში ევროპის კავშირში შევიდეს ყველა ის ევროპული სახელმწიფო, რომლის კონსტიტუცია და პოლიტიკა შეესაბამება დეკლარაციის პრინციპებს. [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20190527025730/https://www.aldeparty.eu/news/celebrating-40-years-stuttgart-declaration
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 შტუტგარტის დეკლარაცია. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (2019-08-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-03. ციტირების თარიღი: 2019-08-03.
  3. Celebrating 40 years since the Stuttgart Declaration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-27. ციტირების თარიღი: 2019-08-03.