შინაარსზე გადასვლა

შენი თავგადასავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შენი თავგადასავალი“

შენი თავგადასავალი - ყდა
ავტორი აკა მორჩილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2003
წინამორბედი წიგნი - 2003
მომდევნო სანტა ესპერანსა - 2004

შენი თავგადასავალი“ — ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის 2003 წელს გამოცემული რომანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი 1999 წელს გაგრძელებებით იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთ „ქომაგში“ სათაურით „გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი“. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომანის წიგნად გამოცემა გადაწყდა სულ სხვა სათაურით - „შენი თავგადასავალი“. წიგნისათვის ავტორმა ტექსტი ოდნავ გადაამუშავა. რომანს დაემატა, აგრეთვე, ხელნაწერის რამდენიმე გვერდი, რომელიც ტექნიკური მიზეზების გამო თავის დროზე ვერ მოხვდა გაზეთში. რომანი საბოლოო სახით 2003 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს პირველად ჩატარდა ლიტრატურული პრემია „საბა“, სადაც რომანმა გაიმარჯვა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო რომანი - 2003“[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შენი თავგადასავალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2016-05-16.
  2. ლიტერატურული პრემია საბა - 2003