ყურყუმასწვერი
თემა
ყურყუმასწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′56″ ჩ. გ. 45°24′14″ ა. გ. / 42.54889° ჩ. გ. 45.40389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 3675 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ყურყუმასწვერი — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი) საზღვარზე, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითი ქედზე, თებულოსა და უყერიჩოს უღელტეხილებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3675 მ. აგებულია ლიასის თიხაფიქლებით. ყურყუმასწვერის ზედა ნაწილი კლდოვანია, შიშველი, ხოლო ქვედა შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კურდღელაიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 665.