ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი (ლათ.Squalus acanthias) — თევზი ნამდვილი ზვიგენების ქვერიგისა. სხეულის სიგრძე 1,5 მ, ხოლო წონა 10 კგ აღწევს. ქარავნული პელაგური მტაცებელია. გავრცელებულია ყველა ოკეანის ზომიერ წყლებში. გვხვდება 1460 მ სიღრმეზე. რაციონი მრავალფეროვანია. იკვებება თევზებით. აქვს სხეულის გარსშემოდენილი ფორმა. შეწყვილება ხდება გაზაფხულზე. კვერცხცოცხლადმშობია. გვხვდება შავი ზღვისსაქართველოს ფარგლებში, სადაც მისი ღვიძლისაგან დამზადებულ ექსტრაქტს, „კატრექსს“ იყენებენ როგორც ბიომოდულატორს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.[1] ქიცვიანი ზვიგენი რეწვის ობიექტია.[2]ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.