ფრიდრიხ შლეგელი
ფრიდრიხ შლეგელი (დ. 10 მარტი, 1772, ჰანოვერი — გ. 12 იანვარი, 1829, დრეზდენი) — გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეციერი და პოეტი. ავგუსტ შლეგელის ძმა. თავის ძმასთან ერთად იენაში გამოსცემდა ჟურნალს „ათენუმი“. იყო რომანტიზმის ესთეტიკის ფუძემდებელი და თეორეტიკოსი. მისი ძირითადი ნაშრომია „საუბარი პოეზიაზე“ (1800). ფრიდრიხ შლეგელს ეკუთვნის დაუმთავრებელი ფრაგმენტული ფორმით დაწერილი რომანი „ლუცინდე“ (1799), დრამა „ალარკოსი“ (1802). მისი პოეტური ნაწარმოებები 1809 წელს გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია მისი „ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია“ (ტომი 1-2, 1813-1815).
ფრიდრიხ შლეგელმა საფუძველი ჩაუყარა სანსკრიტის შესწავლას გერმანიაში. ნაშრომში „ინდოელთა ენისა და სიბრძნის შესახებ“ (1808) იგი განიხილავდა სანსკრიტის ნათესაობის საკითხს ლათინურთან, ბერძნულთან, გერმანულთან და სპარსულთან. ამასთან დაკავშირებით მან მოგვცა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის პირველი მონახაზი, სადაც გამოყოფილია ენათა ორი ტიპი: 1. ფლექსიური და 2. არაფლექსიური ენები, რომლებიც თავის მხრივ, სამ ქვეჯგუფად იყოფა: ა) უაფიქსო (მაგალითად, ჩინური), ბ) მირთვითი (მაგალითად, ბასკური, კოპტური, ამერიკის ინდიელთა ენები) და გ) მოჩვენებით ფლექსიური (მაგალითად, სემიტური ენები). ფლექსიურობა ფრიდრიხ შლეგელს ინდოევროპულ ენათა ნათესაობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მიაჩნდა.
შლეგელი ავითარებდა უნივერსალური „ქრისტიანული ფილოსოფიის” იდეას, აკრიტიკებდა სხვადასხვა ტრადიციულ და თანამედროვე ფილოსოფიურ სისტემებს, განსაკუთრებით კი — გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს. მიაჩნდა, რომ ქრისტიანულ „სპირიტუალიზმზე“ დაფუძნებული ნამდვილი „სიცოცხლის ფილოსოფიის“ წინამძღვარია ადამიანის ცნობიერების შინაგანი მთლიანობის აღდგენა, მისი ყველა სულიერი უნარის (გონება, ფანტაზია, ნებელობა) გაერთიანება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 11.
- გერმანელი კრიტიკოსები
- გერმანელი ფილოსოფოსები
- გერმანელი ენათმეცნიერები
- გერმანელი პოეტები
- დაბადებული 10 მარტი
- დაბადებული 1772
- გარდაცვლილი 12 იანვარი
- გარდაცვლილი 1829
- XVIII საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XVIII საუკუნის გერმანელი რომანისტები
- XVIII საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსები
- XVIII საუკუნის არამხატვრული მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XIX საუკუნის გერმანელი არამხატვრული მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი მამაკაცი მწერლები
- XIX საუკუნის გერმანელი რომანისტები
- XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსები
- კონტინენტური ფილოსოფოსები
- კულტურის კრიტიკოსები
- ეპისტემოლოგები
- გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- გერმანელი მამაკაცი რომანისტები
- გერმანელი მამაკაცი დრამატურგები
- გერმანელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები
- გერმანელი ფილოლოგები
- ჰანოვერელი მწერლები
- კულტურის ფილოსოფოსები
- განათლების ფილოსოფოსები
- ისტორიის ფილოსოფოსები
- ენის ფილოსოფოსები
- ლიტერატურის ფილოსოფოსები
- პოლიტიკური ფილოსოფოსები
- სოციალური კრიტიკოსები
- სოციალური ფილოსოფოსები
- გეტინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები