ფლორენს ბეიკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლორენს ბეიკერი
დაბ. თარიღი 6 აგვისტო, 1841(1841-08-06)
დაბ. ადგილი Aiud
გარდ. თარიღი 11 მარტი, 1916(1916-03-11)[1] (74 წლის)
გარდ. ადგილი Devon
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მკვლევარი და მოგზაური[2]
მეუღლე Samuel Baker
მამა Finian von Saas[3]

ფლორენს ბეიკერი (ინგლ. Florence, Lady Baker, დ. 6 აგვისტო, 1841, ტრანსილვანია — გ. 11 მარტი, 1916, დევონი, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ საგრაფო) — უნგრული წარმოშობის ბრიტანელი მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტრანსილვანიაში (მაშინდელი უნგრეთის სამეფო), იგი დაობლდა, როდესაც მისი მშობლები და ძმა რუმინელმა მარადიორებმა იოან აქსენტ სევერისა და სიმიონ პროდანის მეთაურობით, მოკლეს. მათ 1849 წლის 8-9 იანვარს ნაგიენში დახოცეს დაახლოებით 1000, ძირითადად უნგრელი მშვიდობიანი მოქალაქე. იგი უნგრეთის არმიის ჯარის ნაწილებთან ერთად ოსმალეთის იმპერიაში, ვიდინში გაიქცა. მოვლენები კი ასე განვითარდა: 1859 წელს იგი სამუელ ბეიკერმა დაინახა და გადაარჩინა. სამუელ ბეიკერი სტუმრობდა ათოლის ჰერცოგს შოტლანდიაში მის სანადირო მამულში, ის დაუმეგობრდა მაჰარაჯა დულეპ სინგს. 1858–1859 წლებში მათ ერთად მოაწყვეს დიდი ნადირობა ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ფრანკფურტის, ბერლინის, ვენისა და ბუდაპეშტის გავლით. მოგზაურობის ბოლოს ბეიკერმა და მაჰარაჯამ დაიქირავეს ხის ნავი ბუდაპეშტში, რომელიც საბოლოოდ მიატოვეს გაყინულ დუნაიზე. ორივემ მოგზაურობა გააგრძელა ვიდინში. ვიდინის მონების ბაზარში ბეიკერმა დაინახა თეთრი მონაქალი და მოეწონა. ეს ქალი ფლორენსი იყო, რომელიც ვიდინის ოსმალ ფაშასთვის იყო განკუთვნილი. სამუელმა მოისყიდა გოგონას მოახლეები და ისინი ერთად გაიქცნენ ეტლით. ფლორენსი გახდა მისი საყვარელი და ცოლი, ის ყველგან თან ახლდა სამუელს მოგზაურობისას. დაქორწინდნენ ბუქარესტში მანამ, სანამ გაემგზავრებოდნენ დუბრუშკაში. 1865 წელს ინგლისში დაბრუნებისას, მათ კიდევ ერთი საოჯახო ქორწინების ცერომონია ჰქონდათ და ფლორენსი ლედი ბეიკერი გახდა. მოგვიანებით იგი ქმართან ერთად დაბრუნდა აფრიკაში, რათა აღეკვეთა მონებით ვაჭრობა. ფლორენსი და მისი ქმარი პენსიაზე გავიდნენ და გარდაიცვალნენ დევონში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაერთი წყარო ირწმუნება, რომ ფლორენს ბარბარა მარია ფონ ზასი დაიბადა ნადენეში (დღევანდელი აიუდი, რუმინეთი) 1841 წელს. ის იყო უნგრელი დიდგვაროვანი ოჯახის სეკელის ოფიცრის ქალიშვილი, მას ჰქონდა მამულები ტრანსილვანიაში, სახელად ფონ ზასი (ფონ ზასების ოჯახის ფილიალი) და 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის დროს, „მისი მამა და ძმები მოკლეს მის თვალწინ“.[4] მოზარდობის ასაკში ის საუბრობდა უნგრულ, გერმანულ, რუმინულ და თურქულ ენებზე.[5] დაახლოვებით თოთხმეტი წლის იყო, როცა მონად გაყიდეს ქალაქ ვიდინში — გამაგრებულ პორტში მდინარე დუნაის იმდროინდელ ოსმალეთის იმპერიაში. ზოგიერთი ცნობით, ფლორენსი ვიდინის ფაშასთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ სამუელ ბეიკერმა [6] მოისყიდა მცველები და ფლორენსმა მოახერხა მასთან ერთად გაქცევა.

აფრიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუელ ბეიკერმა საყვარელი ქალი თან წაიყვანა აფრიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა ექსპედიციას მდინარე ნილოსის წყაროების მოსაძებნად. ისინი გაემგზავრნენ ნილოსზე გონდოკოროში, დღევანდელ სამხრეთ სუდანში. იქ ისინი შეხვდნენ სპეკს და გრანტს, რომლებმაც მათ კვლევის შესახებ უამბეს. მათ შესთავაზეს მდინარე ნილოსის სხვა ტოტის შესწავლა. მოგვიანებით, როდესაც სპეკმა და გრანტმა თავიანთი მოგზაურობის ანგარიშები დაწერეს, არცერთ მათგანს არ უხსენებია, რომ ბეიკერთან ერთად იყო, მისი მეუღლე ფლორენსი, იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც მათ დადეს სამუელ ბეიკერთან.

ფლორენსმა და ბეიკერმა აღმოაჩინეს მერჩისონის ჩანჩქერი და ალბერტის ტბა (ახლანდელ უგანდაში).[7]

1865 წელს ისინი ჩავიდნენ ინგლისში, სადაც 4 ნოემბერს ჯვარი დაიწერეს პიკადილის წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში. ამავე დღეს სამუელ ბეიკერს რაინდობა მიენიჭა, ფლორენსი კი გახდა ლედი ბეიკერი. დეტალები მათი შეხვედრის შესახებ გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამბავი გავრცელდა და ამან განაპირობა, რომ დედოფალმა ვიქტორიამ, ბეიკერი განდევნა სასამართლოდან.[8]

1869 წელს ისმაილ-ფაშამ, ეგვიპტის თურქმა ვიცე-მეფემ, სამუელს სთხოვა აფრიკაში დაბრუნებულიყო, რათა დახმარებოდა გონდოკოროს გარშემო მონებით ვაჭრობის აღმოფხვრში ან შემცირებაში მაინც. სამუელი ეკვატორული ნილოსის გენერალ-გუბერნატორად [9] დაინიშნა. ცოლ-ქმარმა მიწვევა მიიღო და დაბრუნდნენ აფრიკაში, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

შემდგომი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წელს მან და მისმა მეუღლემ ცხოვრება საკუთარ სახლში, სენდფორდ ორლიში, ნიუტონ აბატში, დევონში დაიწყეს. 1883 წელს, თებერვალში, გენერალი გორდონი ჩავიდა მათთან და სთხოვა სამუელს დახმარებოდა, ეგვიპტეში მაჰდისტების აჯანყების დროს [10] ალყაში მოქცეული მისი ხალხის გათავისუფლებაში. თუმცა, ფლორენსი აფრიკაში დაბრუნებას არ დასთანხმდა და ქმარმაც უარი თქვა მის გარეშე გამგზავრებაზე. სერ სამუელ ბეიკერი გარდაიცვალა 1893 წელს. ფლორენს ბეიკერი გარდაიცვალა 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, დევონში, მაგრამ ისინი ერთად არიან დაკრძალულები.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიკერები გამოსახული არიან სევერინო ბარალდის ნახატში „სამუელ ბეიკერი (1821–1893) და ალბერტის ტბის აღმოჩენა“.

1997 წელს, ფლორენსი, დელია ეკლისთან, კრისტინა დოდველთან, მერი კინგსლისთან და ალექსანდრინა ტინთან ერთად, შერჩეული იქნა წიგნისთვის „მკვლევარი-ქალები აფრიკაში“.[11]

2019 წლის 4 მარტს, ნილოსის წყაროს საძიებლად მისი მოგზაურობიდან 155 წლის იუბილეს აღსანიშნავად, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ლასლო კევერმა, გახსნა მემორიალური დაფა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://cbw.iath.virginia.edu/women_display.php?id=20430
  2. Czech National Authority Database
  3. Lundy D. R. The Peerage
  4. Baker, Anne; Baker, Lady Florence; White Baker, Sir Samuel; Baker, Julian (1972) Morning Star: Florence Baker's diary of the expedition to put down the slave trade on the Nile, 1870–1873. Kimber, გვ. 22. ISBN 9780718304324. 
  5. Hall, Richard (1981). Lovers on the Nile. Quartet Books. ISBN 978-0-7043-3365-9.  დაარქივებული მარტი 16, 2022 საიტზე Wayback Machine Источник. ციტირების თარიღი: 2022-03-14
  6. Science historian chronicles true story of Lady Florence Baker დაარქივებული ივნისი 30, 2021 საიტზე Wayback Machine, Penn State University, 3 February 2004, Retrieved 4 September 2015
  7. Thomas Paul Ofcansky, 'Baker, Sir Samuel White (1821–1893)', Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004; online edn, Jan 2008 accessed 4 Sept 2015
  8. Wilson, Francis (2004-03-29). „What am I bid for this Lady?“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-31. ციტირების თარიღი: 2015-09-04.
  9. Sir Samuel White Baker დაარქივებული 2018-07-23 საიტზე Wayback Machine. , Newton Abbot museum, Retrieved 11 September 2015
  10. Journey up the Nile to go from a slave girl to an English lady, TES, 30 October 2004, Retrieved 11 September 2015
  11. Margo McLoone, Women explorers in Africa: Christina Dodwell, Delia Akeley, Mary Kingsley, Florence von Sass-Baker, and Alexandrine Tinne (Capstone Press, 1997)