ფილოფორა
ფილოფორა | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Phyllophora | ||||||||
|
ფილოფორა (ლათ. Phyllophora) — ძოწეული წყალმცენარეების გვარი; მარტივი ან დატოტვილი ფირფიტისებრი თალუსი აქვს. მისი სიმაღლე 50 სმ აღწევს. მრავლდება კარპოსპორებით, ტეტრასპორებითა და თალუსის ნაწყვეტებით. ზოგიერთი სახეობის სპოროფიტი იზრდება გამეტოფიტზე. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ცივ და ზომიერ ზღვებში. გვხვდება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზეც. იყენებენ ლაბოვანი ნივთიერების — კარაგინინის მისაღებად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 314.