ტრინგა ჰიუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრინგა ჰიუსა
მშობლიური სახელი Tringa Hysa
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1996 (1996-01-08) (28 წლის)
პრიშტინა კოსოვოს დროშა კოსოვო
მოქალაქეობა კოსოვოს დროშა კოსოვო
საქმიანობა მოცეკვავე, ბალერინა
აქტიური 2005-დან დღემდე
ცნობილია როგორც კოსოვოს წარმომადგენელი „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“-ზე

ტრინგა ჰიუსა (ალბ. Tringa Hysa; დ. 8 იანვარი 1996, პრიშტინა, კოსოვო) — კოსოვოელი ალბანელი მოცეკვავე. 2011 წელს წარმოადგინა კოსოვო „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“-ზე, რომელიც გაიმართა ოსლოში, ნორვეგია. მისი საცეკვაო კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც იგი გახდა "Studio Rudina" წევრი, რომელიც საბალეტო კურსია პრიშტინაში.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრინგა ჰიუსა დაიბადა 1996 წლის 8 იანვარს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში. სწავლობდა სამი ფრაშერის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს მის მშობლიურ ქალაქში, ხოლო მოგვიანებით კოსოვოს ტელევიზიამ იგი შეარჩია კოსოვოს წარმოადგენლად „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“-ზე ოსლოში, ნორვეგიაში.[1] შერჩევა მოხდა ყველა საფეხურის გავლის შემდეგ. მთელი კოსოვოდან სულ 17 მონაწილე იყო. კოსოვოს მაუწყებლის RTK პროფესიულმა ჟიურიმ შეარჩია ტრინგა ჰიუსა და პატრიცია პრუტი. მოგვიანებით EYD კომისიამ გადაწყვიტა მხოლოდ ერთი მოცეკვავის დაშვება კოსოვოდან „ევროვიზიის ახალგაზრდა მოცეკვავეები 2011“ კონკურსზე.

ტრინგა ტელევიზიებში გამოსვლა 2005 წელს დაიწყო, იგი პირველად გამოჩნდა სამ ტელევიზიაში, ესენია კოსოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, Kohavision და RTV21, სადაც ის მონაწილეობა მიიღო საახალწლო შოუში. 2006 და 2007 წლებში მონაწილეობდა ამერიკის სავაჭრო პალატისა და "Raiffeisen Bank"-ის ჰუმანიტარულ საღამოზე, სადაც ტრინგა ქორეოგრაფიული აქტის წამყვანი ბალერინა იყო.

2007 წელს მონაწილეობდა Studio Rudina საბალეტო სპექტაკლში "NE ëndërra" (ოცნებებში).[2] 2008 წელს იყო სტუმარი "Kosovo Vision", ხოლო 2008 წლის ბოლოს, "Magic Show" წევრი, რომელიც სადღესასწაულო პროგრამაა Kohavision-ზე, ამავე პერიოდში სადღესასწაულო პროგრამის "Të qeshim së bashku" (მოდით ერთად გავიცინოთ) კონკურსის წევრი იყო, რომელიც კოსოვოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადიოდა.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mbretëresha e zanave - (ზღაპარული დედოფალი)
  • Vdekja e mjellmës - (გედების სიკვდილი)
  • Shtriga - (ჯადოქარი)
  • Zana e bardhë - (თეთრი ზღაპარი)

სხვა სპექტაკლებზე, როგორც სოლისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Muzat - (მუზა)
  • Kapelet - (ქუდები)
  • Planetet - (პლანეტები)
  • Finalja 1 - (ფინალი 1)
  • Djallushet - (ის ეშმაკია)
  • Vallezimi i princeshave - (პრინცესის ცეკვა)
  • CAN - (შეძლება)
  • Cigania - (ბოშა გოგონა)
  • Zhizeli
  • Fortuna
  • Maskat (ნიღბები)
  • Finalja 2 (ფინალი 2)
  • Vera (ზაფხული)
  • Dimri (ზამთარი)

და ა.შ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tringa Hysa was selected by Kosovo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2016-09-03.
  2. Tringa Hysa's Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2016-09-03.