ტიურინგის იდეოლოგიური ტესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტიურინგის იდეოლოგიური ტესტი — იდეა, რომელიც შემოგვთავაზა ამერიკელმა ანარქო-კაპიტალისტმა ბრაიან კაპლანმა და შექმნილია იმის შესამოწმებლად, სწორად იაზრებს თუ არა ადამიანი თავისი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების მოსაზრებებსა და არგუმენტაციას. ტესტის განმავლობაში მან უნდა უპასუხოს კითხვებს და დაწეროს ესეი, რომელშიც თავისი ოპონენტის პოზიციას დაიცავს. თუკი დამოუკიდებელი მსაჯულები ვერ შეძლებენ ამ ადამიანის პასუხების გარჩევას მისი ოპონენტის პასუხებისგან, ითვლება, რომ გამოსაცდელს კორექტულად ესმის ოპონენტების პოზიცია.

ტიურინგის იდეოლოგიურ ტესტს ეს სახელი ეწოდა ტიურინგის ტესტის ანალოგიით, რომლის გასავლელადაც პროგრამამ უნდა მოატყუოს დამოუკიდებელ მსაჯულს და თავი ადამიანად გაასაღოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდეა პირველად გამოთქვა კაპლანმა 2011 წელს[1], რითიც პასუხი გასცა პოლ კრუგმანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პოლიტიკის კონტექსტში ლიბერალებს უკეთ ესმით კონსერვატორების (და ლიბერტარიანელების), ვიდრე კონსერვატორებს (და ლიბერტარიანელებს) — ლიბერალების. ტიურინტის ტესტზე დაყრდნობით, რომელიც განკუთვნილია იმის შესამოწმებლად, შეძლებს თუ არა პროგრამა თავის ადამიანად გასაღებას, კაპლანმა შემოგვთავაზა ტიურინგის იდეოლოგიური ტესტი, როგორც კრუგმანის განცხადების შემოწმების ობიექტური ხერხი: იმ მხარემ, რომელსაც უკეთ ესმის თავისი ოპონენტების, უკეთაც უნდა გაიაროს ტიურინგის იდეოლოგიური ტესტი. კაპლანმა აგრეთვე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა გამოსაცდელის როლში და დადო ნაძლევი იმაზე, რომ ლიბერტარიანელები უკეთ გაასაღებენ თავს ლიბერალებად, ვიდრე პირიქით.

კაპლანის იდეა დადებითად შეაფასა ილია სომინმა ბლოგში Volokh Conspiracy.[2]

ნოე სმიტმა თავის ბლოგში გააკრიტიკა ტიურინგის იდეოლოგიური ტესტი იმის საფუძველზე, რომ იგი, ტესტი, იდეოლოგიის ზედაპირულ გაგებასა და იდეოლოგიაში წინააღმდეგობებისა და შეუსაბამობების ძებნის პროცესს ზრდის.[3] ადამ გურიმ კრიტიკას პასუხი გასცა სტატიაში The Umlaut.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Caplan, Bryan. (2011-06-20) The Ideological Turing Test. EconLog. ციტირების თარიღი: 2013-01-30.
  2. Somin, Ilya. (2011-06-23) The Ideological Turing Test. ციტირების თარიღი: 2013-01-30.
  3. Smith, Noah. (January 18, 2014) Against the Ideological Turing Test. ციტირების თარიღი: January 18, 2014.
  4. Gurri, Adam. (January 20, 2014) Defending the Spirit of the Ideological Turing Test. The Umlaut. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2014. ციტირების თარიღი: January 20, 2014.