შინაარსზე გადასვლა

ტიგრან ეკეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან ეკეკიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1959 (1959-08-17) (64 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი, სომხეთი
საქმიანობა საგუნდო დირიჟორი
აქტიური 1982 - დღემდე

ტიგრან ეკეკიანი (სომხ. Տիգրան Հեքեքյան; დ. 17 აგვისტო, 1959) — ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის პროფესორი და დირიჟორი. არის „სომხეთის პატარა მომღერლები“-ს დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. აგრეთვე არის სომხეთის პატარა მომღერლების საერთაშორისო ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. 1995 წლიდან იყო დირიჟორობის პრეზიდენტი ერევნის კომიტს სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამასთან იყო საიატ ნოვას მუსიკის სკოლის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრან ეკეკიანს დამთავრებული აქვს საიატ-ნოვას მუსიკალური სკოლა და რომანოზ მელიქიანის მუსიკალური კოლეჯი (ერევანში). ასპირანტურა დაასრულა კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1885 წლიდან ამავე დაწესევულებაში ასწავლიდა. ის ასევე არის საიატ–ნოვას მუსიკის სკოლის ხელმძღვანელი. 30 წლიანი შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში ბატონი ეკეკიანმა ჩამოაყალიბა და იმუშავა მრავალ გუნდთან, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული; მათგან აღსანიშნავია შემდეგი გუნდები: ალექსანდრ სპენდირიანის მუსიკის სკოლის ბავშვთა გუნდი (1982-1988), ახალგაზრდული ორგანიზაციის კომიტეტის ქალთა გუნდი (1986-1988), სომხური რადიოსა და ტელევიზიის, „ჩამბერის“ გუნდი (1984-2002) და სომხეთის პატარა მომღერლების გუნდი (1992 წლიდან). ტიგრან ჰეკიკიანი მონაწილეობს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსებში. მისი დირიჟორობით მრავალმა გუნდმა მოიპოვა უამრავ საერთაშორისო კონკურსში საუკეთესო ჯილდოები.

კონკურსების გარდა, გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში, მათ შორის არიან: ახალგაზრდულ გუნდთა ევროპის ფესტივალი (ბაზელი, შვეიცარია, 1995, 2014), ჰონგ-კონგისა და პეკინის საერთაშორისო ფესტივალები (ჩინეთი, 1999), ოქროს ბორანი (სოჭი, რუსეთი, 2001), დიმიტრიას საერთაშორისო ფესტივალი (თესალონიკი, საბერძნეთი, 2002), სომხეთ-ამერიკის ერთობლივი მუსიკის საგუნდო ფესტივალი (სომხეთი, 2004, 2006), ბავშვთა მეგობრობა პლანეტაზე (მოსკოვი, რუსეთი, 2010), „დაე მომავალი იმღეროთ“ საერთაშორისო ფესტივალი (სტოკჰოლმი, შვედეთი, 2012), მე-5 ბავშვათა საგუნდო ფესტივალი (თესალონიკი, საბერძნეთი, 2015), საგუნდო ფესტივალი ფრიბორგში (შვეიცარია, 2016), „აბუ-გოშის“ საგუნდო ფესტივალი (ისრაელი, 2017), ბავშვთა საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი (დრეზდენი, გერმანია, 2018) და თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი (საქართველო, 2018). ასევე გუნდმა მიიღო მონაწილეობა EXPO 2000-სა (ჰანოვერი, გერმანია) და საგუნდო მუსიკის მეექვსე მსოფლიო სიმპოზიუმში (მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ, 2002). ტიგრან ეკეკიანი ასპარეზობდა და წარმოდგენებს მართავდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთში, საქართველოში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, დანიაში, ისრაელში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, კანადაში, კვიპროსში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]