ტიბო კურტუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიბო კურტუა
კურტუა ბელგიის ნაკრებში 2022 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა[1]
დაბადების
თარიღი
11 მაისი, 1992 (1992-05-11) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ბრე, ბელგია
სიმაღლე 200 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1997–1999 ბილზენი
1999–2009 გენკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2011 გენკი 41 (0)
2011–2018 ჩელსი 126 (0)
2011–2014   ატლეტიკო 111 (0)
2018– რეალ მადრიდი 170 (0)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 ბელგია 18-წლ. 4 (0)
2011– ბელგია 102 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2023

ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა (ფრანგ. Thibaut Nicolas Marc Courtois; დ. 11 მაისი, 1992) — ბელგიელი ფეხბურთელი, „რეალ მადრიდის“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[3][4][5][6][7]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბო კურტუა დაიბადა ბრეში, ბელგიაში. კარიერა დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ბილზენში“,[8] სადაც თავდაპირველად თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მალე, 1999 წელს ის შეუერთდა „გენკს“ 7 წლის ასაკში და ის გადაიყვანეს მეკარის პოზიციაზე.

გენკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურტუა „გენკში“ 2010-2011 წლების სეზონში

„გენკის“ ახალგაზრდულ გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ, კურტუას დებიუტი შედგა მთავარ გუნდში „გენტთან“ მატჩში 2009 წლის 17 აპრილს, როცა ის იყო 16 წლის და 341 დღის. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როცა „გენკმა“ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი 2010-2011 წლების სეზონში. მან მიიღო წლის მეკარის და „გენკის“ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. იმ სეზონში მან 40 მატჩში გაუშვა მხოლოდ 32 გოლი, 14 მატჩში კარი მშრალად შეინახა.[9][10]

ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ივლისში კურტუა შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ჩელსის“. კლუბთან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი.[11][12]

იჯარით ატლეტიკო მადრიდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კურტუა თამაშობს „ატლეტიკო მადრიდში“ 2013 წელს.

„ჩელსიში“ გადასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კურტუა იჯარით გაუშვეს ლა ლიგის კლუბ „ატლეტიკო მადრიდში“.[13] „ატლეტიკო მადრიდში“ კურტუას გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე ატარებდა დავიდ დე ხეა, სანამ გადავიდოდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წლის ივნისში.[14]

კურტუას დებიუტი „ატლეტიკო მადრიდში“ შედგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ვიტორია გიმარაეშის“ წინააღმდეგ,[15] რის შემდეგაც შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაშიც „ოსასუნასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. კურტუა გახდა გუნდის პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგის პირველ ექვს მატჩში კარი მშრალად შეინახა. 2011 წლის 26 ნოემბერს, კურტუამ მიიღო პირველი წითელი ბარათი მის პროფესიონალურ კარიერაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ქარიმ ბენზემას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, სადაც მისი კლუბი დამარცხდა მადრიდულ დერბიში, ანგარიშით 4-1. „ატლეტიკომ“ მიაღწია უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალამდე 2012 წელს, სადაც კურტუამ მშრალად შეინახა კარი ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3-0 მოგებულ მატჩში.[16]

კურტუას იჯარა „ატლეტიკოში“ გაგრძელდა 2012-2013 წლების სეზონში.[17] იჯარის ვადის გახანგრძილვების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა მის მფლობელ კლუბ „ჩელსისთან“ უეფა-ს სუპერთასის მატჩში მონაკოში, რომელიც დასრულდა 4-1, „ატლეტიკოს“ გამარჯვებით. მოგვიანებით კურტუამ დაამყარა „ატლეტიკოს“ ახალი რეკორდი, 820 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია „ვისენტე კალდერონზე“.[18] სერია შეწყდა „რეალ სოსიედადთან“ 1-0 წაგებულ მატჩში.[19] „ატლეტიკო“ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში 2013 წელს, სადაც კურტუა დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად[20] „რელათან“ 2-1 მოგევულ მატჩში, სადაც პირველად გაიმარჯვა თანაქალაქელ კლუბთან მატჩში ბოლო 14 წლის განმავლობაში „ატლეტიკომ“. 2013-2014 წლების სეზონში, კურტუამ კვლავ გაახანგრძლივა იჯარა „ატლეტიკოსთან“ 12 თვით.[21]

2014 წლის აპრილში „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა კურტუას სატრანსფერო უფლებების მქონე კლუბ „ჩელსის“. „ჩელსიმ“ განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ დამატებით 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა კურტუას მიერ გამართული თითო მატჩისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ. უეფამ განაცხადა, რომ კურტუას შეეძლო „ჩელსისთან“ თამაში ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე.[22]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კურტუა პირველად გამოიძახეს 2011 წლის ოქტომბერში[23] და მისი დებიუტი შედგა შემდეგ თვეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 0-0 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც ითამაშა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[24][25][26]

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა კურტუამ ნაკრებში, რის შემდეგაც ბელგია მოსფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა 2002 წლის შემდეგ.[27] შესარჩევი ეტაპის განმავლობაში, მან ექვს მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბო კურტუა დაიბადა ფრენბურთელების ოჯახში. მისი მამა ტიერი, რომელიც ამჟამად მისი საფეხბურთო აგენტია, 1990-იან წლებში თამაშობდა „გენკის“ ფრენბურთის კლუბში. მისი დედაც იყო პროფესიონალი ფრენბურთელი, ისევე როგორც მისი და, რომელიც ამჟამად თამაშობს „გენკში“ და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[28].

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 30 აპრილი, 2014[29]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საკონტინენტო ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გენკი 2008–2009 1 0 0 0 0 0 1 0
2009–2010 0 0 0 0 0 0 0 0
2010–2011 40 0 1 0 3 0 44 0
ჯამში 41 0 1 0 3 0 45 0
ატლეტიკო მადრიდი 2011–2012 37 0 0 0 15 0 52 0
2012–2013 37 0 8 0 1 0 46 0
2013–2014 34 0 7 0 11 0 52 0
ჯამში 108 0 15 0 27 0 150 0
ჯამში კარიერაში 149 0 16 0 30 0 195 0

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგიის ნაკრები იცავს კარს სერბეთის ნაკრებთან მატჩში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატში; კურტუამ შეუცვლელად ითამაშა საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩში.
განახლდა: 17 ივნისი, 2023[30][31]
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
ბელგია
ბელგიის დროშა
2011 1 0
2012 6 0
2013 7 0
2014 13 0
2015 6 0
2016 14 0
2017 8 0
2018 15 0
2019 9 0
2020 2 0
2021 13 0
2022 6 0
2023 2 0
ჯამში 102 0

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენკი
ატლეტიკო მადრიდი

ჩელსი

რეალ მადრიდი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელგიის წლის საუკეთესო მეკარე (1): 2011[50]
  • ლა ლიგა რიკარდო ზამორას ტროფი (1): 2013
  • ლა ლიგის წლის მეკარე (1): 2013
  • საუკეთესო ბელგიელი ლეგიონერი (1): 2013[51]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thibaut Nicolas Marc Courtois // actas.rfef.es
  2. „Player Profile: Thibaut Courtois“. Atlético Madrid.
  3. „Courtois rated 'best in world'. Sky Sports.
  4. „The world's best footballers in 2013“. The Guardian.
  5. Ranked! The 10 best goalkeepers in the world.
  6. The 10 Best Goalkeepers In The World Right Now, Named And Ranked.
  7. Thibaut Courtois wins FIFA's 'The Best' Goalkeeper award.
  8. kbilzersevv.be.
  9. Courtois History. 101 Great Goals.
  10. Player Stats. Thibaut Courtois - Racing Genk. Hosted.stats.com.
  11. Courtois Completed. Chelsea F.C..
  12. „Chelsea loan keeper Thibaut Courtois to Atletico Madrid“. BBC.
  13. Courtois on Loan. Chelsea F.C..
  14. „Chelsea keeper Courtois targets...“. Daily Mail. London.
  15. Match: Guimaraes v Atlético Madrid - Europa League. ESPN Soccernet.
  16. Report: Atlético Madrid vs Athletic Bilbao. ESPN Soccernet.
  17. Courtois to stay in Spain. Chelsea F.C..
  18. Courtois hopeful of Atleti extension. ESPN FC.
  19. Prieto strikes as Sociedad stun Atletico. Eurosport.
  20. „Thibaut Courtois could be thorn in Chelsea's side“. The Guardian.
  21. Courtois loan extended. Chelsea F.C..
  22. Thibaut Courtois CAN play for Atlético vs Chelsea. inside World Soccer.
  23. Match Stats: Belgium v Germany. ESPN Soccernet.
  24. „Courtois makes Debut“. The Guardian.
  25. Pugmire, Jerome. „Belgium Draws“. Taiwan News. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |1= (დახმარება)
  26. Chelsea FC Loan Roundup: 11/20/11. Stephen Schmidt.
  27. „Thibaut Courtois labelled 'best in world' by Toby Alderweireld“. BSkyB.
  28. „Courtois, el héroe voleibolista“. Donbalon.com.
  29. Bélgica - T. Courtois. br.soccerway.com.
  30. ტიბო კურტუა — National-Football-Teams.com
  31. Thibaut Courtois – national football team player. eu-football.info.
  32. 32.0 32.1 32.2 32.3 ტიბო კურტუა — Soccerway ვიკიმონაცემებში რედაქტირება
  33. Henson, Mike. „Atl Madrid 3–0 Athletic Bilbao“. BBC Sport.
  34. „Chelsea 1–4 Atl Madrid“. BBC Sport.
  35. McNulty, Phil. „Real Madrid 4–1 Atlético Madrid“. BBC Sport.
  36. Thibaut Courtois: Overview. Premier League.
  37. McNulty, Phil. „Chelsea 1–0 Manchester United“. BBC Sport.
  38. McNulty, Phil. „Arsenal 2–1 Chelsea“. BBC Sport.
  39. McNulty, Phil. „Chelsea 2–0 Tottenham Hotspur“. BBC Sport.
  40. Real Madrid win the longest LaLiga Santander season.
  41. Real Madrid clinch 35th La Liga title with four games to spare after victory over Espanyol.
  42. „Real Madrid crowned champions after Barca's defeat at Girona“. BBC Sport.
  43. Real Madrid proclaimed LALIGA EA SPORTS champions.
  44. Acta del Partido celebrado el 06 de mayo de 2023, en Sevilla.
  45. Real Madrid win the Supercopa from the spot.
  46. „Modric and Benzema fire Real Madrid to the Supercopa title“. Marca.
  47. „Champions League final: Vinícius Júnior scores only goal as Real Madrid deny Liverpool again“. UEFA.com.
  48. „Champions League: Real Madrid beat Dortmund for 15th title“. espn.co.uk.
  49. „Real Madrid 2–0 Eintracht Frankfurt: Five-star Madrid triumph in Helsinki“. UEFA.com.
  50. „Ivan Perisic is Profvoetballer van het Jaar“. Het Nieuwsblad.
  51. „Thibaut Courtois beste Belg in buitenland“. Het Laatste Nieuws.