ტვიბერის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტვიბერი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტვიბერის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°08′20″ ჩ. გ. 42°55′32″ ა. გ. / 43.139000° ჩ. გ. 42.925778° ა. გ. / 43.139000; 42.925778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3607 
ქედი სვანეთის კავკასიონი
გამავალი გზა საჭაპანო
ამგებელი ქანები პალეოზოური გრანიტოიდი
ტვიბერის უღელტეხილი — საქართველო
ტვიბერის უღელტეხილი
ტვიბერის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ტვიბერის უღელტეხილი

ტვიბერის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, კულაკთაუსა და ბაშილის მწვერვალებს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3607 მ. მიდამო აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, დაფარუილია მყინვარებით. მესტიის მუნიციპალიტეტს აკავშირებს (მდინარე ტვიბერის სათავეებიდან) ყაბარდო-ბალყარეთთან (მდინარე ჩეგემის ხეობით) საჭაპანო გზით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]