სტევო პენდაროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტევო პენდაროვსკი
სტევო პენდაროვსკი
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი, 2019 – 12 მაისი, 2024
პრემიერ-მინისტრი  ზორან ზაევი
წინამორბედიგეორგე ივანოვი
მემკვიდრეგორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

დაბადებული3 აპრილი, 1963 (1963-04-03) (61 წლის)
სკოპიე, იუგოსლავია
მოქალაქეობაჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული კავშირი
განათლებასკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი
საქმიანობააკადემიკოსი

სტევო პენდაროვსკი (მაკედ. Стево Пендаровски; დ. 3 აპრილი, 1963, სკოპიე, იუგოსლავია) — ჩრდილოეთ მაკედონიელი პოლიტიკოსი და აკადემიკოსი. ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი 2019 წლის 12 მაისიდან[1][2][3] 2024 წლის 12 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება და აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს დაამთავრა წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი. მოიპოვა „ხელოვნების ოსტატისა“ და „ფილოსოფიის დოქტორის“ წოდება პოლიტიკის მეცნიერებაში. 2018 წლიდან სტეპო პენდაროვსკი არის სკოპიეს ამერიკული კოლეჯის პროფესორის ასისტენტი საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალიზაციის საკითხებში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს. იყო ჩრდილოეთ მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებში, 1998–2001 წლებში იყო ამავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსი. 2001-2004 და 2005-2009 წლებში იკავებდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ამ პერიოდში ქვეყანას ორი პრეზიდენტი ჰყავდა: ბორის ტრაიკოვსკი (1999-2004) და ბრანკო ცრვენკოვსკი (2004-2009).

2014 წლის 4 მარტს ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ იგი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წარადგინა.[4] 2019 წელს „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და დემოკრატიულმა კავშირმა ინტეგრაციისათვის“ ისევ წარადგინეს კანდიდატად. მან მოახერხა არჩევნების მეორე ტურში გასვლა და გამარჯვება, რის შედეგადაც გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]