სტალაქტიტები (არქიტექტურა)
თემა
სტალაქტიტები, მუკარნები (არაბ. მუკარნას — ტერასისებრი სახურავი) — არქიტექტურაში, ერთმანეთზე გადმოკიდებული საფეხურისებრ განლაგებული პრიზმული სახის დეკორაციული დეტალების რიგები (გამოქვაბულის სტალაქტიტების მსგავსად). გავრცელებული იყო არაბული ქვეყნების, ირანის, შუა აზიის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებაში. სტალაქტიტებს ჩვეულებრივ ათავსებენ ტრომპებზე, ნახევარგუმბათებზე, ნიშების თაღებში ქმნიან კარნიზებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 544, თბ., 1985 წელი.