შინაარსზე გადასვლა

სიმპატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმპატიაძველი თბილისის სარდაფში განლაგებულ რესტორნებს შორის, რომელთაც ეგზოტიკური დასახელება ჰქონდათ „სიმპატია“ იმით გამორჩეოდა, რომ იგი ძველი თბილისის ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც დროდადრო იკრიბებოდნენ გამოჩენილი პიროვნებები. აქ შემოსვლა უყვარდათ იოსებ გრიშაშვილს, შალვა დადიანს, ლადო გუდიაშვილს, გოგლა ლეონიძეს, გალაკტიონს. მაიაკოვსკი და ესენინი სულ რამდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთი ასეთი შეხვედრა 1924 წელს „სიმპატიაში“ მოეწყო. თაღებითა და კამარებით გადახურული ეს მოკრძალებული სარდაფი პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს. სარდაფის კედლებზე მუქ ფონზე გამოსახულნი იყვნენ შოთა რუსთაველი, ალექსანდრე პუშკინი, უილიამ შექსპირი, ქრისტეფორე კოლუმბი. პორტრეტებს აღმოსავლური იერი გადაჰკრავდა. ახლა სარდაფის კედლები ზეთის საღებავითაა დაფარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985