სამირ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამირ მამედოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1988(1988-05-15) (35 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 162
ქვეყანა აზერბაიჯანი

სამირ მამედოვი (აზერ. Samir Məmmədov; დ. 15 მაისი, 1988, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოკრივე, ასპარეზობდა ყველაზე მსუბუქ და მსუბუქ წონით კატეგორიებში. იყო აზერბაიჯანის მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრი 2003-2013 წლებში, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი ტურნირის გამარჯვებული და მედალოსანი, 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამირ მამედოვი დაიბადა 1988 წლის 15 მაისს აზერბაიჯანის სსრ-ის ქალაქ ბაქოში.

მისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 2003 წელს, გამოვიდა ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე კაუნასში და მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატზე ბუქარესტში, სადაც დაამარცხა ყველა მეტოქე და მოიპოვა ოქროს მედალი. ერთი წლის შემდეგ სარატოვის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

2005 წელს იგი გახდა აზერბაიჯანის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში და გამოვიდა მიანიანგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოახერხა 1/8 ფინალამდე გასვლა სადაც დამარცხდა დომინიკელ ხუან კარლოს პაიანოსთან. გარდა ამისა, მან მოიგო ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი ტალინში და მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის საერთაშორისო ოქროს ქამრის ტურნირში, სადაც წინასწარ ეტაპზე მოლდოველმა ვიაჩესლავ გოიანმა დაამარცხა.

2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე [[პლოვდივი|პლოვდივში[[ მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ ფინალურ შეხვედრაში წააგო რუს გიროგი ბალაკშინთან. მაროკოში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში დამარცხდა უზბეკეთის წარმომადგენელ ორზუბეკ შაიმოვთან.

2007 წელს მონაწილეობდა ჩიკაგოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. გავიდა ნახევარფინალში სადაც აშშ-ის წარმომადგენელ როშ უორენთან დამარცხდა.

2008 წელს პლოვდივში სტრანიას მემორიალზე ვერცხლის მედალი მოპოვა მოიპოვა, ფინალში ყაზახ კანატ აბუტალიფოვთან დამარცხდა, ტაიპეიში აიბას პრეზიდენტის თასი მოიგო და მონაწილეობდა ლივერპულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. წარმატებული გამოსვლის წყალობით მიიღო პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის ღირსების დაცვის უფლება, ოლიმპიური ლიცენზია. 51 კგ-მდე კატეგორიაში მან წარმატებით გაიარა პირველი მეტოქე სატურნირო ბადეში, ხოლო მეორეში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ, ტაილანდელ სომჩიტ ჩონგჩოხორთან, ანგარიშით 2:10.

2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ მამედოვი აზერბაიჯანის კრივის ნაკრებში დარჩა და განაგრძო მონაწილეობა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. ასე რომ, 2009 წელს ის გამოვიდა მარიუპოლის მაკარ მაზაის მემორიალზე და ბაქოში AIBA-ს პრეზიდენტის თასზე, თუმცა ამ ტურნირებზე მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.

2013 წელს მან მოიგო დიდი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ტურნირი ბაქოში და იასპარეზა მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია და მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო სომხეთის წარმომადგენელ არამ ავაგიანთან. ამით დასრულდა მისი სპორტული კარიერა.[1].

შემდგომში მამედოვი სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული.[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. По материалам базы данных amateur-boxing.strefa.pl
  2. Безработный чемпион Европы и мира Самир Мамедов: «Меня даже охранником не берут». baku.ws (2016-11-04). ციტირების თარიღი: 2018-11-27.